ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისს 11 ნოემბერს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის პირად გვერდზე წერს.
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენი გულებისთვის. ჩვენ ევროპის შუაგულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგულები ვართ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებზე.
ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისს 11 ნოემბერს ეწვევა,” – წერს როთი.