მაიკლ მაკკოლი – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, სთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.
როგორც მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“, – წერს მაიკლ მაკკოლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!