“მაიდნის” მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც “მაიდანი” და არც რევოლუცია

როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამო უნდოდა ხელისუფლებას თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.
„როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, მივიღეთ. მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს – ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში და აერიათ ქვეყანა, რაც შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია