„მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში – პრემიერი

„მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში – პრემიერი
ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის თანხმობის გარეშე მონაწილეობს საქართველოში ოპოზიციურ აქციაში, ეს მეტყველებს არასერიოზულობაზე, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურაში იკვეთება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ეს არის მათი საქმე, ამის შესახებ ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ს პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში.
„რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში.
მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდეგომ განვითარდა ში.
2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, ათიათასობითობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას,“- აღნიშნა პრემიერმა.
Previous: ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არის სანქცირებული ამერიკის წინა ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია, ნებისმიერ საუბარში, ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა სანამ ეს არასამართლიანი სანქციები ძალაშია, იქნებოდა პირდაპირ შანტაჟის მცდელობა და ერთმანეთში შეზელა, ასე ვთქვათ, პირადი და სახელმწიფო ურთიერთობების.

ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად არ დათანხმდა რობინ დანიგანთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს

აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს