“მაია ცქიტიშვილმა პირადად გააქცია ინვესტორები კაბინეტიდან”; “დამშვიდდი, რა იყო, რა დაგემართა” – ბერდია სიჭინავა და გრიგოლ გეგელია

ტვ პალიტრის ეთერში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა და ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია, ბერდია სიჭინავა ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ლელო ვერ შეძლებს პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას და ეს ტყუილია, საპირისპიროს ამტკიცებდა გრიგოლ გეგელია და ჟურნალისტის კითხვას, ბერია სიჭინავასადმი, გახარიას გუნდი რამდენ პენსიას პირდება ამომრჩეველს, გრიგოლ გეგელია პასუხობს და ამბობს, რომ გახარიას გუნდი უკვე იყო ხელისუფლებაში და “მოსპეს ეკონომიკა.”
–ვერაფერს ვერ პირდებიან, მოსპეს ქართული ეკონომიკა როცა მართავდნენ, უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, მართა ამ ხალხმა უკვე, მართალია ახლა ს და ზარქუას აბრალებენ, მაგრამ არ იყო გახარია ეკონომიკის მინისტრი? კერძო პირმა, მ მილიარდები შემოიტანა ინვესტიციებით, გიორგი გახარიამ მაგის ნახევარი ვერ შემოიტანა, იგრძენით განსხვავება, პრემიერ–მინისტრმა თავისი სამინისტროებით, 15 მინისტრი ჰყავდა, დიპლომატიური სამსახური, სიპები, აიპები, ხაზარაძის ნახევარი რატომ ვერ შემოიტანა ქვეყანაში გიორგი გახარიამ პრემიერობისას?
–მორჩი ამ ისტერიკას… ანაკლიის ჩავარდნას ქვია ერთადერთი სახელი – მამუკა ხაზარაძე, არბიტრაჟს დაელოდე.
–არბიტრაჟს თქვენ უნდა დაელოდოთ. თქვენ რატომ არ დაასრულეთ პორტი? მაია ცქიტიშვილმა პირადად რომ გააქცია ინვესტორები კაბინეტიდან, მაია ცქიტიშვილმა, გახარიას საყვარელმა მინისტრმა?
–რომელი ინვესტორები, რომელი?
–რომელი? გიორგის ჰკითხე და გეტყვის.
–რუსულ სპეცსამსახურებთან რომ იყო კავშირში და შუააზიასთან? მაგათი გავლენის სფეროების?
–არა, სირცხვილია, ხალხს გუგლი აქვს…
ჟურნალისტი:
–რას ამბობთ ხაზარაძეს შემოჰყავდა ისეთი ინვესტორები, რომლებიც იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში?
–2024 წელია, გუგლის ეპოქაა, ხალხი სულელი გგონიათ? ხალხო დაგუგლეთ, “ვანორდი”, “იბიარი”, “ეიდიბი” , ამას უწოდებენ რუსულ სპეცსამსახურს, ამ კომპანიებმა რომ გაიგონ, რომ გახარიას პარტია აბრალებს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს, არ შეგრცხვებათ? ივანიშვილის ნების გამტარი არ იყო გახარია?
–ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე და…
–ხოდა, მაგ ივანიშვილის დანიშნული არ იყო პროკურორად ბოტასების ქურდი? ახლა რომ ს აგენტი აღმოჩნდა? რამეზე იღებდა გახარია ხმას? არაფერი არ იყო გახარია არასოდეს? თუ არაფერი არ იყო, რას აკეთებდა საერთოდ?
–დამშვიდდი, რა იყო, რა დაგემართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”