მაია ცირამუა: სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გაეწირა. როგორ გაწირა ბავშვი, ამას ნახავთ ახალ კანონპროექტში. დიქტატურა და აღდგენითი მართლმსაჯულება ერთად ვერ იქნება

ფსიქოლოგი მაია ცირამუა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის“ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებას ითვალისწინებს.
“რენატე ვინტერი — საქართველოს ბავშვების დიდი გულშემატკივარი, წლების მანძილზე სათავეში ედგა ბავშვთა დაცვის საკითხებს, ცვლილებებს, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შექმნას, თანამშრომლობდა სამთავრობო სტრუქტურებთან, პროფესიონალებთან, მისი დიდი ძალისხმევით 2016 წელს საქართველომ მიიღო არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსი. აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებზე აიგო განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, განისაზღვრა დანაშაულის ადრეული პრევენციის აუცილებლობა, მკაფიოდ ითქვა, რომ ადრეული პრევენცია არის საყრდენი, რომელზეც შენდება მეორე და მესამე დონის პრევენცია. სამწუხაროდ სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გაეწირა. როგორ გაწირა ბავშვი, ამას ნახავთ ახალ კანონპროექტში. დიქტატურა და აღდგენითი მართლმსაჯულება ერთად ვერ იქნება. ვერც კეთილდღეობა და დიქტატურა. დიქტატურას ადამიანი არ აინტერესებს. აი, ამ რეალობაში ვართ. ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ბავშვების ბედი ხვალ, თუ დღეს ამაზე ხმას არ ამოვიღებთ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ძალისხმევისგან მხოლოდ ფოტოები და მოგონებები დარჩა”, — წერს მაია ცირამუა.