მაია ყუფარაძე: ცოცხალი რიგია შენობაში შესასვლელად ჩაწერით და “პერეკლიჩკით” – აი ისეთი, 80-90 იანებში რომ იყო საბჭოთა კავშირში. გარეთ 21-ე საუკუნეა

თარჯიმანი მაია ყუფარაძე სოციალურ ქსელში წერს:

შემოსავლების სამსახური ე.ი. შემოსავლების ონლაინ სისტემა ურთულესი და შეუძლებელია უბრალო მოკვდავისთვის, რომ შეავსოს დეკლარაცია და გადაიხადოს ქონების გადასახადი. შემოსავლების სერვის ცენტრის საკონტაქტო ტელეფონი მიუწვდომელია ადამიანებისთვის. მიხვალ ცენტრში და შესვლა შეუძლებელია. იხილეთ ფოტოები.

ცოცხალი რიგია შენობაში შესასვლელად ჩაწერით და “პერეკლიჩკით” – აი ისეთი, 80-90 იანებში რომ იყო საბჭოთა კავშირში. რა ქნას მოკვდავმა თქვენს მიერ მიცემულ შემჭიდროვებულ ვადებში?! ჯერ სისტემა გამართეთ და გახადეთ ადამიანზე ორიენტირებული და მერე დააწესეთ ვადები. გარეთ 21-ე საუკუნეა. თანაც, სერვის ცენტრის მისამართი გამართედ თქვენს ვებ გვერდებზე, ხან დავით სარაჯიშვილის გამზირს უთითებთ, ხანაც ქუჩას.

არადა, იყო დრო, გამართულად მუშაობდით, თანაც ადამიანებისათვის ადვილად მისადგომ ადგილას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)