მაია სანდუ – 2024 წლის დადგომასთან ერთად, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება – ამ აგრესიას კატეგორიულად ვგმობთ

მოლდოვის პრეზიდენტმა უკრაინის ქალაქებზე ს მორიგი სარაკეტო თავდასხმები დაგმო.
„2024 წლის დადგომასთან ერთად, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმები, რომელიც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს, გრძელდება. მოლდოვა ამ აგრესიას კატეგორიულად გმობს და უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – წერს მაია სანდუ X-ზე.
მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინელებისთვის უცვლელი საერთაშორისო მხარდაჭერა გადამწყვეტია, რათა მათ თავიანთი სუვერენიტეტი და ხალხი დაიცვან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული