მაია სანდუ – საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენს, მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. შესაბამისი განცხადება სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს”, – წერს სანდუ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს