საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
“საქართველოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის. მოლდოვა ამ გზაზე თქვენს გვერდით დგას, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას”, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე („ტვიტერი“).
დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.