მაია სანდუ – რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„როცა ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ნგრევას ირჩევს. თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რაკეტით მოლდოვის საჰაერო სივრცეს არღვევს. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართალს აშკარად არღვევს. მოლდოვა ამ ქმედებებს გმობს და ს სოლიდარობას უცხადებს“, – წერს მაია სანდუ.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსული რაკეტა უკრაინის სივრცეში მოლდოვიდან შევიდა.
შეგახსენებთ, 25 დეკემბრის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ს ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 50-მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება