მაია სანდუ – რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა.
„მოლდოვა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ევროპის მასშტაბით ვხედავთ. ვამაყობ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგად თავი გაართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით“.
„ვწუხვარ, რომ საქართველო, მიუხედავად ქართველი ხალხის გამბედაობისა, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებებისა და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების დაცვას კვლავ აგრძელებენ, რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – აღნიშნა სანდუმ.