მაია სანდუ – მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ – გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო

მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხართ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო ს მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას“, – აღნიშნა სანდუმ.
შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ