მაია სანდუ: მოლდოვა თქვენ გვერდითაა

„ჩემი ფიქრები ახლა მიმართულია ქართველი ხალხისკენ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია. მოლდოვა თქვენ გვერდითაა“.
თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დღის განმავლობაში არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის ყურადღება მიიპყრო.
ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა “ქართული ოცნების” ლიდერებს უწოდა “რუსები, რომლებიც ემსახურებიან პუტინს”. ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ კი დაპოსტა, რომ 4 ოქტომბრის აქცია “ქართველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროტესტია ევროპული საქართველოსთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია