მაია სანდუ: მოლდოვას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ამ გამოწვევას გადავლახავთ

ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანას მკაცრი ზამთარი ელოდება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა ამ გამოწვევას გადალახავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მოლდოვა პოტენციური ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე.
„მკაცრი ზამთარი საიდუმლო არ არის. მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ“, – განაცხადა მაია სანდუმ.
„გაზით გვაშანტაჟებდნენ და ახლა სიბნელით – ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგრამ სინათლე გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დასძინა მან.
19 დეკემბერს, სანდუმ განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის მთავრობას მიაჩნია, რომ ახალი წლიდან რუსული გაზის მიწოდება დიდი ალბათობით შეწყდება.
16 დეკემბრიდან მოლდოვაში ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება. მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა რუსული გაზის მიწოდების გაურკვევლობის ფონზე. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა