მაია სანდუ – ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზეა დამოკიდებული

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ ევროპის სტაბილურობა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.
„ევროპის სტაბილურობა დამოკიდებულია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სრულ გარანტირებაზე“, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორის ერთიანობა და მონდომება აუცილებელია მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.