მაია სანდუ – არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება

არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ტელეარხ Moldova 1-თან საუბარში განაცხადა.
“ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე…
მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მაცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი ს ესაზღვრება. უკვე ვნახეთ ომის დასაწყისში ახალგაზრდა ადამიანები როგორ გადმოდიოდნენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნიდნენ. იქ ისევე სურთ მშვიდობა, როგორც აქ.
ევროინტეგრაციის [დადებითი] ეფექტების დემონსტრირებას მოვახდენთ – და ვერ წარმოვიდგენ, იქ როგორ შეიძლება თქვან უარი ევროინტეგრაციაზე,” – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძირითად პრობლემად დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება.
“ვხედავთ, “კრემლის მსახურები” აქ დილიდან საღამომდე როგორ გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ ს ფედერაცია არღვევს. არც ერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს,” – განაცხადა სანდუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე