მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის დედაქალაქ კიშიონიოვში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდრ ფან დერ ბელენს უკბინა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფან დერ ბელენი ვცდილობდა, ძაღლს მოფერებოდა.
მომხდარის შესახებ ადგილობრივი Stirile TV წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს:
Maia Sandu’s dog bit the Austrian president when he tried to pet it The Moldovan President sheltered a stray dog, which had lost a leg in an accident. The dog, named Codrut, was probably frightened by a stranger and therefore bit Alexander van der Bellen’s finger. Sandu… pic.twitter.com/dOUdQn2NjW — NEXTA (@nexta_tv) November 16, 2023
სანდუმ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ძაღლი ანერვიულდა ადგილზე ბევრი ადამიანის ყოფნის გამო, წერს ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“.
ინციდენტის მიუხედავად, ფან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ავსტრია მხარს დაუჭერს მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ასევე დაგაინტერესებთ