მაია ორჯონიკიძე: BBC-ი წერს, რომ ირანში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მსოფლიო აფასებს. დაღუპულთა რიცხვი უკვე შესაძლოა 10,000-ს აჭარბებდეს

პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
BBC-ი ადგილობრივ თვითმხილველებსა და ირანელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მსოფლიო აფასებს.
“დაღუპულთა რიცხვი უკვე შესაძლოა 10,000-ს აჭარბებდეს. საავადმყოფოებში გარდაცვლილ მომიტინგეთა ცხედრებს ისე აწყობენ ერთმანეთზე, თითქოს ბრინჯის ტომრები იყოს საწყობში. უსაფრთხოების ძალები ინტენსიურად იყენებენ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებს. ისინი პირდაპირ მომიტინგეების მიმართულებით ისვრიან…” – აცხადებენ ირანელი ჟურნალისტები და თვითმხილველები.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია