მაია ორჯონიკიძე: წაიკითხეთ, სრულ და მწარე სიმართლეს ამბობს უკრაინის პრეზიდენტი

“ფრაგმენტები ლექს ფრიდმანთან ზელენსკის გუშინდელი ინტერვიუდან. ამიტომ ვერ ვიტან კლინტონ-ობამა-ბაიდენების კლანს და ზოგადად დემპარტიის ისტაბლიშმენტს. ფარისევლობა, ორმაგი თამაში, კორუფცია, ნახევარზომები, კატასტროფული საგარეო და მავნებლური საშინაო პოლიტიკა-ეს ყველაფერი დემების საფირმო მარკერია. წაიკითხეთ, სრულ და მწარე სიმართლეს ამბობს უკრაინის პრეზიდენტი,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე. 
“ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების გარანტიები იმ ტერიტორიისთვის მაინც, რომელსაც ვაკონტროლებთ და დანარჩენი ტერიტორიების მომავალში დიპლომატიური გზებით დაბრუნება. ასევე შეიარაღების დიდი პაკეტის მიღება, რომელსაც არ გამოვიყენებთ, თუ ცეცხლის შეწყვეტა იმუშავებს, მაგრამ შეიარაღების პაკეტი უნდა გვქონდეს და -სადმი და ამ ადმინისტრაციისადმი პატივისცემის მიუხედავად, ის სიტუაცია არ მინდა განმეორდეს, რაც ბაიდენის პირობებში. პუტინი ვერ შეძლებდა ამხელა ტერიტორიის ოკუპირებას, მაგრამ იარაღი დროულად არ გვქონდა.”
ში არსებობს კორუფცია, მაგრამ რასაც ზოგიერთ ქვეყანაში ლობიზმს ეძახიან, ეს არ ნიშნავს რომ კორუფცია არაა. როცა კორუფციაზე ვსაუბრობთ, ვის კორუფციაზე ვსაუბრობთ კარგი კითხვაა. მოდი მაგალითად, გამოყოფილი 177 მილიარდ დახმარებაზე ვისაუბროთ, ამ ფულის ნახევარიც კი არ მიგვიღია. როცა აშშ-მ მოგვაწოდა იარაღი და ფული, მე როგორც პრეზიდენტს მქონდა ძალიან კარგი სატვირთო თვითმფრინავები, ვთხოვე ამერიკულ მხარეს, რომ მოეცათ შესაძლებლობა გამომეყენებინა ჩვენი თვითმფრინავები და არა ამერიკული კომპანიების, რომ ბევრი ფული არ დახარჯულიყო, მე ამის შესაძლებლობა არ მომცეს. ჩვენი თვითმფრინავები უძრავად იდგნენ, ამერიკულ თვითმფრინავებს კი ეს იარაღი გადაჰქონდათ. მეტი იარაღი შეიძლებოდა გვქონოდა, მაგრამ საკმაოდ ძვირის გადახდა მოგვიწია ავიატრანსპორტირებაში. ეს კორუფციაა თუ არა? თუ ლობიზმია? ამაზე ღიად ვერ ვსაუბრობდი, იმიტომ რომ ამას გავლენა ექნებოდა მხარდაჭერაზე. ამიტომ კორუფციაზე საუბრისას, კარგი იქნება იმაზე ვისაუბროთ თუ ვინაა ჩართული კორუფციაში. თუ 177 მილიარდი უნდა მიგვეღო და ნახევარი მივიღეთ, დანარჩენი სადაა? “
“უკრაინას ჰქონდა უსაფრთხოების გარანტია ბუდაპეშტის მემორანდუმის დადებისას, წნეხი შეგვიქმნა ორმა ქვეყანამ, აშშ-მ და რუსეთმა, რომ ბირთვული იარაღი დაგვეთმო, უკრაინამ დათმო ბირთვული იარაღი. ეს ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინას აღარ ჰქონოდა ბირთვული იარაღი. სიმართლე გითხრათ, ყველა დასაჭერია ვინც ეგ ყველაფერი მოიფიქრა. დონბასის და ს ოკუპაციის შემდეგ, უკრაინამ წერილები უსაფრთხოების ყველა გარანტორს გაუგზავნა, რაც ეწერა ქაღალდზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში კონსულტაციები გამართულიყო და ხუთივე ხელმომწერი ჩამოსულიყო. ჩამოვიდა ვინმე? არა. ვინმემ ოფიციალურ წერილებს უპასუხა? არა. რატომ? იმიტომ რომ *ლეზე ეკიდათ (По херу), ეს ხომ გესმით რუსულად? როგორც *ლეზე ეკიდა რუსულ მხარეს, ისე *ლეზე ეკიდა მემორანდუმის სხვა ხელმომწერებს (აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს.) ყველას *ლეზე ეკიდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი და ეს უსაფრთოხოების გარანტიები. 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, ანგელა მერკელმა აიძულა სხვები, რომ უკრაინას ნატოში მიწვევა არ მიეღო. მინსკის შეთანხმება და ნორმანდიული ფორმატი, აქ აშშ არ იყო წარმოდგენილი, მაშინ ობამა იყო მაგას საერთოდ არ აინტერესებდა სად მდებარეობს უკრაინა. 2022 წლის თებერვალი, უკვე დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, გავგზავნეთ წერილები კონსულტაციებისთვის, არავინ გვიპასუხა.”
„ომის წინ მე მათ მხოლოდ ერთს ვთხოვდი, ყველაზე მეტად კი ამერიკას: თუ დარწმუნებულები ხართ და ამისათვის მტკიცებულებები გაქვთ, რომ თავს დამესხმება, მაშინ ორ საკითხში მაინც დამეხმარეთ – მომეცით იარაღი, პუტინი კი სანქციებით დააშინეთ. ოღონდ, გეთაყვათ, ნუ მეტყვით ასეთ რაღაცეებს – “თუ პუტინი საზღვარზე გადმოვა, თუ უკრაინელებს დახოცავს, სანქციებს მხოლოდ მაშინ გამოვუცხადებთ. ეს ხომ ყ…ბაა, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის გამო. მე ვთვლი, რომ არ დაგვეხმარნენ. ჩვენ დახმარება არ მიგვიღია. თუ ცარიელ დაპირებებს და სიტყვებს დახმარებად ჩავთვლით, მაშინ ჩვენ ასეთ დახმარებას ძალიან ბევრს ვიღებდით“.