მაია ორჯონიკიძე: ტრამპს დემოკრატებისგან განსხვავებით სულ სხვა სტილი აქვს-ის არასოდეს დაემუქრება ბიძინას საჯაროდ, მას საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან ურთიერთობა შეგნებულად დაპაუზებული აქვს-მაგრამ როცა სიტუაცია მომწიფდება…

პუბლიცისტი და მხატვარი, მაია ორჯონიკიძე:
ჩემმა ახალგაზრდა ფრენდმა, მაგდა მამუკაშვილი-მა პოსტში იკითხა-თქვენი აზრით ტრამპი ასე მეთოდურად რატომ აიგნორებს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას, მითუფრო აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის ყურადღების მიპყრობის ფონზეო. იქ ვუპასუხე და ბარემ აქაც სტატუსად გადმოვიტან თუკი ამ თემაზე რას ვფიქრობ გაინტერესებთ.
ჩემი აზრით ტრამპის მხრიდან ქოცების დაიგნორებას ერთადერთი მიზეზი აქვს:
არა ის, რომ საქართველოში დიქტატურის გზაზე დამდგარი ავტოკრატიაა (გავიხსენოთ, რომ არც ალიევია დიდი დემოკრატი და არც ერდოღანი, მაგრამ ტრამპი ორივეს მშვენივრად ეკონტაქტება)-მთავარი მიზეზი ვფიქრობ ისაა, რომ ტრამპმა ჩვენზე არანაკლებად იცის-ივანაშვილი მარიონეტია, თვითმკმარი მმართველი არაა და საკუთარ ქვეყანას არ წარმოადგენს, მისი დანიშნული კლოუნები კი მარიონეტის მარიონეტები არიან.
ჰოდა სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტისთვის მარიონეტის მარიონეტებთან თანასწორ პლატფორმაზე ურთიერთობა მინიმუმ კომიკურია, მაქსიმუმ კი დამამცირებელი. ამასგარდა ტრამპმა შესანიშნავად იცის, რომ როგორც კი მოძვრება პუტინი-მის ძირმაგარა ბიძინასაც ფეხქვეშ ნიადაგი ჩამოეფშვნება და მადუროსა თუ აიათოლებისგან განსხვავებით -ს მე-6 ფლოტის შავ ზღვაში შემოყვანა ნამდვილად არ დასჭირდება, როცა კრემლში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ივანაშვილის ზურგსუკან მისი ერთადერთი მფარველი რუსეთიც კი აღარ იდგება.
იცის ეს გადასარევად ტრამპმა, ივანაშვილმაც იცის და სწორედ ამიტომ ცდილობდა უთავმოყვარეოდ, ისტერიულად და დაჟინებით ჯერ კობახიძის და მოგვიანებით კი ზებრა ყაველაშვილის პირით ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტზე გასვლას. მაგრამ ტრამპს დემოკრატებისგან განსხვავებით სულ სხვა სტილი აქვს-ის არასოდეს დაემუქრება ბიძინას საჯაროდ, მას საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან ურთიერთობა შეგნებულად დაპაუზებული აქვს-მაგრამ როცა სიტუაცია მომწიფდება ისეთ ფინტს გამოაგდებს, რომ ვირთხა ივანაშვილი თავისი ფეხით გაიქცევა ბრაზილიასა თუ ჯანდაბაში.
აგერ მე და აგერ თქვენ, პოსპუტინურ ხანაში რომ სწორედ ასე მოხდება.