“დღეს რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მძიმე სანქციების მოხსნა, რომლებიც ზოგიერთი საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის რუსეთს ბევრ ვერაფერს აკლებს. არადა აკლებს კი არა-ანგრევს. არა იმ სიჩქარით რაც ჩვენ გვინდა (რუსეთი ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა პლანეტაზე), მაგრამ რეალურად და თანმიმდევრულად ანადგურებს. ამასობაში პუტინის სისტემის წიაღში მომდევნო, ახალგაზრდა თაობა ძლიერდება, რომელსაც ბანდიტური 90-იანების პერსონაჟთა ბიოგრაფია კი არა, არამედ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში მიღებული საუკეთესო განათლება აქვს.
აი ამ პროცესის შესაჩერებლად აქვს კრემლს მობილიზებული მთელი თავისი რეჟიმზე მომუშავე ინტელექტუალური ელიტა-ძირითადად დასავლეთში განათლებამიღებული, მაღალკვალიფიციური მომდევნო თაობა. ზუსტად ამ ახალი, განათლებული გენერაციის ერთერთი წარმომადგენელი-კირილ დმიტრიევი იყო რუსეთის დელეგაციის არაფორმალური კურატორი ერ-რიადში ამერიკელებთან გამართული პირველი, რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს.
უტვინო და გაუნათლებელი ბიძინები, ყაველაშვილები და მსგავსი ბიონაგავი, რუსებს მხოლოდ ჩვენთვის ემეტებათ, საქართველოს სახელმწიფო რომ რაც შეიძლება მალე ჩამოიშალოს, თორემ თავად პუტინის რეჟიᲛის წარᲛომადგენლებმა, 90-იანების ბანდიტებმა, რეჟიმის მცველ მომდევნო თაობას დასავლეთის უნივერსიტეტებში საუკეთესო განათლება მიაღებინეს რუსეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.
აი რატომ იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საშიში რუსეთისთვის-ის საქართველოს ახალი გენერაციის ელიტის აღზრდისთვის საჭირო და აუცილებელ პირობებს ქმნიდა და ქმნიდა წარმატებით. ზუსტად ამიტომ ჩაგვარტყეს თავში რუსული ცოცხი ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების შუა გზაში.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აი ამ ახალი გენერაციის თავში დგას პუტინის ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა. სისტემა ღრჭიალით ცდილობს დასავლეთთან, რაც მთავარია-აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზებას, რათა 2-3 წლიან პერსპექტივაში რუსეთი გარდაუვალ ეკონომიკურ კოლაფსს გადაარჩინოს. უფრო სწორად-გადაარჩინოს პუტინიზმის სისტემა, რაც ეკონომიკის ჩამოშლის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება. და ვინაიდან პუტინიზმმა ქვეყანაში ყველანაირი ოპოზიცია გააქრო და ხალხი დაამონა, ისევე როგორც სსრკ-ს დროს-“ლიბერალური” ცვლილებები თავად რეჟიმის შიგნიდან დაიწყება.
“>ოღონდაც ეს ცვლილებები სისტემის მიმიკრიის გზით ისევ რუსეთის ნეო-იმპერიის შესანარჩუნებლად განხორციელდება, თუ რუსეთის ფარგლებს გარეთ არა-რუსეთის შიგნით მაინც. თუ დავაკვირდებით რუსეთის იმპერიის ბოლო ასწლეულის ისტორიას, ის მუდამ ციკლურია: სტალინის “მუხრუჭების მოჭერას” ხრუშჩოვის “დათბობა” მოჰყვა, ბრეჟნევ-ანდროპოვის სტაგნაციას-გორბაჩოვის მიერ კაციჭამია სისტემის რეფორმირების მცდელობები. გორბაჩოვის დროს ისე “დათბა”, რომ სსრკ დაიშალა, მაგრამ მას მალევე, სულ რვა წელიწადში პუტინის “ზამთარი” მოყვა, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ამ მომენტისთვის უკვე 25 წელიწადი.
“>მორიგი “დათბობა” შორს აღარაა, ახლა მთავარია, რომ როცა ეს მოხდება, როგორც რუსეთის უშუალო მეზობლებმა, ისე რუსეთის შიგნით საუკუნეთა მანძილზე დაპყრობილმა ერებმა მომენტი გამოიყენონ და რუსეთი დაშალონ, რადგან რუსეთი იმ იპერიულ საზღვრებში, რომლებშიც არსებობს-მარადიულ საფრთხედ დარჩება როგორც თავისი უშუალო მეზობლებისთვის, ისე მასში შემავალი დაპყრობილი ხალხებისთვის, საბოლოო ჯამში კი მსოფლიო მშვიდობისთვის. რუსეთი უსაფრთხო მხოლოდ მაშინ გახდება, თუ ის მარტივ მამრავლებად დაიშლება, ნაციონალური სახელმწიფო გახდება და თავის ისტორიულ, მოსკოვიის საზღვრებს დაუბრუნდება. სამწუხაროდ დასავლეთში ეს ცოტას თუ ესმის და იმედია ახლა მაინც რუსულ-უკრაინული ომი გამოაფხიზლებს, რადგან ბოლოს და ბოლოს ცივილიზებულმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ იმპერიალისტური იდეოლოგია და სახელმწიფოს დემოკრატიული წყობა ერთმანეთს გამორიცხავს-ამიტომ სანამ რუსეთი იმპერიის სახით იარსებებს, მარადიულად იარსებებს მისი რევანშიზმის საფრთხეც. სხვა ალტერნატივა არ არსებობს-კართაგენი უნდა დაინგრეს!” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.