მაია ორჯონიკიძე: რუსს შეუძლია მთელი ცხოვრება დამპალ კარტოფილზე და კომბოსტოზე იჯდეს, მაგრამ ამის მიუხედავად ამაყობდეს რომ ის რუსია და მისი “მთელ მსოფლიოს ეშინია”

მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
ს, უფრო სწორად მოსკოვიის უსაფრთხო ქვეყნად ქცევის ერთადერთი რეცეპტი არის მისი დაბრუნება თავის ისტორიულ, ნაციონალურ საზღვრებში. იქამდე, სანამ ეს არ მოხდება და რუსეთი ნაციონალურ სახელმწიფოდ არ იქცევა-ეს კონგლომერაცია (ერს ვერ ვუწოდებ) დარჩება პლანეტის მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროდ. დღესაც, რუსეთმა საერთოდ რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები (რაც მეეჭვება მოხდეს), თავის უსახურ ორკთა ჯარი რომც გაიყვანოს (რაც ასევე არარეალურია), სულ რომ მშვიდობის მტრედად იქცეს-გავა 5, 10, 20 წელი, მოვა სხვა პუტინი და ისევ დაიწყებს მეზობლებთან ომს. რატომ? იმიტომ რომ იმპერიული ცნობიერება არსად გაქრება, თაობებს გადაეცემა ფეხმოჭრილი ადამიანის ფანტომური ტკივილივით და მოსახერხებელ დროს იმპერიული სული ფერფლისგან ისევ აღდგება. არცერთი იმპერია არ დაშლილა თავისი ნებით და არც რუსეთი დაიშლება საკუთარი ნებით, თუ მის შემადგენლობაში მყოფი დაპყრობილი ერები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ დაიწყებენ. დაპყრობილი ერები კი იმდენია რუსეთში, რომ მათ გარეშე მოსკოვია მომცრო ზომის ტერიტორიად დარჩება. მხოლოდ და მხოლოდ ეს ჩაუკლავს რუსეთს სხვა ერების დაპყრობის ვნებასა და ჟინს. რუსს ისტორიულად არასოდეს ულხინდა, თავის მასაში ის შეჩვეულია სიღატაკეში, უუფლებობასა და ტირანიაში ცხოვრებას, ამიტომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მისი მოსახლეობის დიდ ნაწილს კი შეაეწუხებს, მაგრამ ეს არასოდეს გახდება რუსეთში პოლიტიკური ცვლილებების ტრიგერი.
რუსს შეუძლია მთელი ცხოვრება დამპალ კარტოფილზე და კომბოსტოზე იჯდეს, მაგრამ ამის მიუხედავად ამაყობდეს რომ ის რუსია და მისი “მთელ მსოფლიოს ეშინია”. აი ესაა რუსის მთავარი საკვები, რომლის გამოც ის თანახმაა 21-ე საუკუნეში მოსაფსმელად ეზოში მდგარ დაქცეულ, ბინძურ ჩეჩმაში იაროს. რუსი მონღოლთა, ფინო-უგორთა და ბოლო საუკუნეებში სლავური სისხლის ნაზავია, რომელთა შორის მონღოლური სისხლი ყველაზე უფრო დომინანტურია-აქედან მოდის მათი შიზოფრენიამდე მისული მარადიული დაპყრობის ჟინი. ამას არაფერი ეშველება, სამედიცინო საშუალებები აქ უძლურია და ამიტომ თანამედროვე რუსეთის მარტივ მამრავლებად დაშლა ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ ეს ხელოვნური წარმონაქმნი ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოს იმპერიულ ზრახვებს, ისე-როგორც ეს დაემართა ოდესღაც მრისხანე მონღოლეთს, რომელიც დღეს პატარა მშვიდობიანი სახელმწოფოა. რატომ დაიწყო პუტინმა ომები საქართველოში და შემდეგ ში?
ხომ შეეძლო საკუთარ საზღვრებში დატეულიყო, იქ ეწარმოებინა ტერორი და დღემდე ვერავინ მოედავებოდა საკუთარ ტეტიტორიაზე რაც უნდა ეკეთებინა ბირთვულ სახელმწიფოს, ჰა-ჰა დასავლეთისგან რაღაც მეორეხარისხოვანი სანქციები აერტყა. უკრაინაში შეჭრით ამდენი პრობლემები რატომ შეიქმნა? ამაზე პასუხს დაუფარავად თავად რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგები სცემენ: იმპერიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის კიბოს უჯრედივით მუდამ უნდა ფართოვდებოდეს. იმპერია, რომელიც გაფართოვებას წყვეტს-განწირულია სტაგნაციისთვის და ბოლოს კვდომისთვის. ანუ ახალი ტერიტორიების დაპყრობა იმპერიის არსებობის იმანენტური თვისება და მთავარი ინსტრუმენტია. ასევე შეუთავსებლობა არსებობს იმპერიასა და დემოკრატიას შორის. რუსეთის ვერცერთი მმართველი რუსეთში დემოკრატიას ვერ დაუშვებს არსებულ საზღვრებში, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესული ხალხები ისტორიულად დაპყრობილები იყვნენ და თავისუფლების ანუ დემოკრატიის მსუბუქი სიოც კი ცენტრიდანული მოძრაობის ტრიგერი გახდება და ამის ისტორიული ახლო მაგალითია სსრკ-ს დაშლა: ის, რაც სისხლითა და ძალადობითაა გაერთიანებული, სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობის პირობებში ბანქოს ხუხულასავით ჩამოიშლება-სწორედ ამიტომ იყო, ელცინის “დემოკრატია” მალევე რომ დასრულდა: ელცინი მიხვდა, რომ რუსეთის დემოკრატიის გზით სვლა რუსეთს იგივეს უქადდა, რასაც საბჭოთა კავშირს. სწორედ ამიტომაა თანამედროვე რუსეთში დემოკრატია აბსურდი-ხვალ ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის სათავეში, რუსეთის არსებულ საზღვრებში შესანარჩუნებლად ის დემოკრატიას ვერ დაუშვებს. რუსეთში დემოკრატია შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იმპერიულ ვნებებზე უარს იტყვის და ნაციონალურ სახელმწიფოდ იქცევა, ანუ წარსულში დაპყრობილი ერების მის შემადგენლობაში ძალით ყოფნაზე უარს. რუსების მიერ ყალბად გაგებულ ქვეყნის დიადებას, რომელიც მხოლოდ მისი თვალუწვდენელი საზღვრებითა თუ ბირთვული შეიარაღების ფლობით განიზომება და არა მოსახლეობის კეთილდღეობის, განათლებისა თუ მედიცინის ხარისხით-საზღვრების შემცირებით საკვები სამუდამოდ გამოეცლება. როგორც საუკუნეებმა გვაჩვენა-რუსეთთან თერაპია უძლურია, დარჩა მხოლოდ ქირურგია. ქირურგია კი შიგნიდან უნდა დაიწყოს-ანუ დაპყრობილ ერთა თავისუფლებისთვის ბრძოლით, რადგან გარედან ბირთვულ რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს. ახლა მთავარია დასავლეთმა გაიგოს ეს მარტივი ჭეშმარიტება და ბოლო საუკუნეში უკვე მერამდენედ-ახლო მომავალში ეკონომიკურად მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი ათასმეერთეჯერ ისევ აღარ გადაარჩინოს-ავადმყოფისა და საწოლის ანდაზისა არ იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი