მაია ორჯონიკიძე: ნახეთ, როგორ სასტიკად გაუსწორდა წინა ხელისუფლების დროინდელი “ოპოზიცია” სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა პოლიციელს (ვიდეო)

“ნახეთ, როგორ სასტიკად გაუსწორდა წინა ხელისუფლების დროინდელი “ოპოზიცია” სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა პოლიციელს-ამოდენა ბრბომ ერთი ახალგაზრდა პოლიციელი ხელში ჩაიგდო და პირდაპირი გაგებით, სასიკვდილოდ გაიმეტა-დააკვირდით, რამხელა ლოდს ურტყამენ უჩაფხუტო თავში… დღეს, ვინც მაშინ ამ ხალხს მართავდა, 12 წელია რაც ხელისუფლებაშია. რაიმე ოდნავ მიახლოებულიც კი ჩაუდენია ბანდიტურ რუსულ რეჟიმთან ოპოზიციაში მყოფ დღევანდელ დემონსტრანტებს? ჰოდა აი როგორი მოძალადე, ველურები და სასტიკებიც იყვნენ ოპოზიციაში, ისეთივე მოძალადეები და სასტიკები არიან, როცა ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. სხვათა შორის, “სისხლიან რეჟიმს” მაშინ სამწუხაროდ არცერთი ეს ნაძირალა არ დაუკავებია. თვისობრივი განსხვავება კი ისაა, რომ მაშინდელი პოლიცია იცავდა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს, ახლანდელი პოლიციის ფორმაში გადაცმული უსისხლო ბიო-რობოტები კი პერსონალურად იმ ერთ კაცს იცავენ, რომელიც ქვეყანას გვინადგურებს, მომავალს უსპობს და რუსეთში მიათრევს.
2007 წლის 7 ნოემბერია, მაშინ მე ამ კადრებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დღის შემდეგ თავისი ნებით გადადგა და ხელახალი საპრეზიდენტო დანიშნა,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ