მაია ორჯონიკიძე: კალაძის ცოლი ანოუკი არეშიძე ჰელოუინის კოსტიუმში. რავი ჰელოუინი ქართულ-ჯიგრულ ტრადიციებში არ ჯდებაო, არა ჯეკ?

მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:
კალაძის ცოლი ანოუკი არეშიძე ჰელოუინის კოსტიუმში🥱 რავი ჰელოუინი ქართულ-ჯიგრულ ტრადიციებში არ ჯდებაო, არა ჯეკ?🙈
სსრკ-ს დროს რიგით მოქალაქეს საზღვარგარეთ გასვლის შესაძლებლობა აკრძალული ჰქონდა, რადგან საბჭოთა კავშირი ერთი დიდი შემოღობილი ზოოპარკი იყო. უცხოეთში კი მხოლოდ ის მაღალჩინოსანი კომუნისტები დადიოდნენ, ვინც მოსახლეობას დღე და ღამე “დამპალ კაპიტალიზმზე” ტვინს უბურღავდნენ, მაგრამ თავად ყველაფერი “ფირმა” (ასე ეძახდნენ ჩემს ყმაწვილობაში ყველაფერ უცხოურს) ეცვათ და ყოველდღიურობაში ეს მათი სხვებისგან გამორჩეულობისა და ცუდად დაფარული სიამაყის საგანი იყო. საბჭოთა მოქალაქისთვის ჯინსები ნამდვილი ოცნების ობიექტი იყო და საზღვარგარეთ გრძელი საბელით გაშვებულ კულტურის მუშაკებს (რომელთაც მუდამ KGB-სგან მიჩენილი კურატორები დაყვებოდნენ) ხშირად ჩამოჰქონდათ, რასაც საბჭოთა მოსახლეობა შემდეგ ერთი თვის ხელფასით, მამასისხლად ყიდულობდა.
კაპიტალისტური დასავლეთის მიმართ საბჭოთა ნომენკლატურის ორმაგი დამოკიდებულების მოდელი ქოცებმა კოპი-პეისტით გადაიღეს-საჯაროდ ლანძღავენ “გარყვნილ ევროპას”, რაღაც “ქართულ ტრადიციებზე” და “ცალ ფეხზე დგომის” დაუშვებლობაზე გველაპარაკებიან და იმავდროულად თუ რაიმე აცვიათ, ახურავთ და ყიდულობენ-უკლებლივ ყველაფერი დასავლურია. მეტიც-რატომღაც ქართული “ბერიკაობის” ნაცვლად ანგლო-საქსურ “ჰელოუინს” აღნიშნავენ ფარისევლურად-აქაოდა ჩვენც ამ კულტურული სივრცის ნაწილი ვართო😄
ასე რომ ქოცებს არაფერი ახალი არ მოუგონიათ-კომუნისტების დროინდელი, ჩაობებული ორმაგი სტანდარტებისა და უტიფარი სიცრუის ჩარჩოები ნესტიანი სარდაფებიდან ამოქექეს და ოდესღაც მძლავრი ტოტალიტარული სისტემის კარიკატურული მოდელი შექმნეს😊
თან ესენი ჩემი დროის კომუნისტებზე ბევრად უარესები არიან-მაშინ მოსახლეობაში ასეთი ფინანსური კონტრასტი არ არსებობდა-ყველა ერთნაირად მოკრძალებულ ხელფასზე იყო, მაგრამ უკიდურესად ღარიბები, აი ნაგავში რომ საკვებს ეძებენ-ასეთი რამ არ ხდებოდა. პლიუს-ასეთი თუ ისეთი, რაღაც ეკონომიკა, და განათლების სისტემა მაინც არსებობდა, რომელიც უფასო იყო.
არსებობდა მრეწველობა, ქარხნები, ფაბრიკები-კი, საბჭოური და მსოფლიოს სტანდარტებთან შედარებით მოძველებული, მაგრამ არსებობდა. ქვეყანას ჰქონდა უნიკალური მიღწევებიც-მეცნიერებაში განსაკუთრებით და რაც მთავარია ვერავინ ბედავდა იმ მასშტაბის ძარცვა-ყაჩაღობას და ხალხის ყვლეფას, რაც ჯერ 90-იანებში დაიწყო და ქოცების დროს ასტრონომიურ მასშტაბებს მიაღწია.
ჩემს მეხსიერებაში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმ ხარისხის კატასტროფული განუკითხაობა, როგორც დღესაა, რადგან ქოციანობამ გადაიღო ორივე-კაპიტალისტური და სოციალისტური პოლიტიკური სისტემებისგან მხოლოდ ცუდი და დღევანდელი ს მსგავსად რაღაც საზარელი მუტანტი შექმნა.
ჰოდა ქოცებო, სულ მალე ჩამოგენგრევათ ეგ კარიკატურული ხუხულა-იქამდე კი ირბინე ანოუკი ჰელოუინის რქებით, ირბინე!😄