მაია ორჯონიკიძე: დღეისთვის არაპოპულარული აზრი უნდა მოგახსენოთ-აი ძაან საკრალურად რაც ითვლება, იმის საწინააღმდეგო

მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
დღეისთვის არაპოპულარული აზრი უნდა მოგახსენოთ-აი ძაან საკრალურად რაც ითვლება, იმის საწინააღმდეგო: საქართველო, იმ გადასახედიდან რაც დღესაა, სრულიად მოუმზადებელია ქვეყნის მართვის საპარლამენტი მოდელისთვის მას შემდეგ რაც რუსულ კოლაბორაციონისტურ რეჟიმს მოვიცილებთ. ის ტრაგიკომიკური მოცემულობა, რასაც ჩვენ ბოლო წლებია ვაკვირდებით, მეტყველებს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური შიგთავსისგან დაცლასა და მათ სახელწოდებებთან სრულ შეუსატყვისობაზე. მაგრამ მთავარი, რაც მოქალაქეებმა დავინახეთ ისაა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ველზე მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი მზად არაა ერთიანობისთვის ისეთ გადამწყვეტ დროსაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. პარტიებად წოდებული ეს გაერთიანებები ოპოზიციაში რომ ასე იქცევიან-ხელისუფლებაში რას იზამენ?
საქართველოს გამოწვევების მქონე ქვეყანას, რომელსაც მომავალში აუცილებლად დასჭირდება სწრაფი, ნებელობითი გადაწყვეტილებების მიღება-ასეთ ვითარებაში ამის გამკეთებელია? ე.წ. კოალიციური მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იმის მსგავსი პარტიებით რაც დღეს გვაქვს-სრულიად უუნარო გახდება გადამწყვეტ დროს-დაიწყება ქაოსი, ურთიერთდაჭმა და შესაბამისად მთავრობების მუდმივი ჩამოშლა. თავისთავად საპარლამენტო რესპუბლიკის ან კოალიციური მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ იმ მოცემულობით რაც დღეს გვაქვს-ეს ჩემი აზრით ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
დემოკრატიისკენ გარდამავალი საზოგადოებისთვის ჩემი აზრით ოპტიმალური ვარიანტია საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, ისეთი, როგორიც შია-რომელსაც ქვეყნის მართვის შერეული სისტემა აქვს და უფლებამოსილება გადანაწილებულია პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოდელისთვის საქართველო სამწუხაროდ ჯერ მზად არაა და ამას მოწმობს როგორც 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო ს წინ პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანების უუნარობა, ისე დღევანდელ, უმძიმეს ვითარებაში ფსევდო-ოპოზიციურ პარტიათა რუსული რეჟიმის მიერ რეჟისირებულ “არჩევნებში” მონაწილეობის დაუოკებელი სურვილი, რომელიც ამით ფაქტობრივად რეჟიმის ლეგიტიმაციას მოახდენს საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ველზე. სახელმწიფოს მართვის სრულად საპარლამენტო მოდელი მდგრადი, ჩამოყალიბებული დემოკრატიების ფუფუნებაა, რომლისთვისაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოში არც პოლიტიკური პარტიები და არც ამომრჩევლები მზად არ არიან.