მაია ორჯონიკიძე: დიადი მიზნების მიღწევა ფსევდო-ლიდერებით შეუძლებელია, დიად მიზნებს სუფთა ხელები და ცხელი გული ჰაერივით სჭირდება

News.ge უცვლელად გთავაზობთ მხატვრისა და პუბლიცისტის, მაია ორჯონიკიძის სტატუსს: 
2007 წლის აგვისტოში, ომამდე ზუსტად ერთი თვით ადრე რუსებმა წითელუბანში ბომბი ჩამოაგდეს…ქართულ პოლიტიკაში იმხანად მყოფი ის ერთადერთი ფიგურა სწორედ აღმოჩნდა, ვინც იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ბომბი რუსებმა კი არა-სააკაშვილმა (!) ჩამოაგდო ქართულ მიწაზე. როდესაც აქედან ერთ წელიწადში საქართველოში სრულმასშტაბიანად შემოიჭრა, ზურაბიშვილს საჭიროდ აღარ ჩაუთვლია ბოდიში მოეხადა მისი ერთი წლის წინანდელი პრეზიდენტის მიმართ ცილისწამებისა და საზოგადოების დეზინფორმირების გამო. მეტიც-ომის დასრულების შემდეგ წიგნიც კი დაწერა, სადაც ომის დაწყებაში…მიხეილ სააკაშვილს, ანუ საქართველოს მხარეს ადანაშაულებდა-ეს წიგნი ვლადიმერ პუტინს ისე ეამა და მოეწონა, რომ არა მხოლოდ სამაგიდო წიგნად აქცია, ამ წიგნს საერთაშორისო ინსტანციებშიც აფრიალებდა-აქაოდა შეხედეთ, ეს მე კი არა, სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, ის ხომ ტყუილს არ მოიგონებდაო! ასე შევიდა ს სრულ ნდობაში მადამ სალომე ზურაბიშვილი.
ამის შემდეგ, ფუნქციადაკარგული-2010 წელს მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა, მაგრამ ორ წელიწადში 2012 წლის საპარლამენტო გადატრიალება მოხდა, პუტინის ემისარი ივანაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და სალომეც მიხვდა, რომ მისი რევანშის დრო დადგა-რუსი ოლიგარქის ხელში ჩავარდნილ საქართველოში დაბრუნდა და ქვეყნის შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად ხელახალი ენერგიით ჩაერთო. 2016 წელს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა (!), რადგან კრემლიდან მითითება იყო მიღებული-ზურაბიშვილი პარლამენტარი უნდა გამხდარიყო!
აქვე გაგახსენებთ, რომ სალომეს ბიძაშვილი, ელენ ზურაბიშვილი-დანკოსი, ვლადიმერ პუტინის პირადი, ახლო მეგობარი გახლდათ და ახალგაზრდა სალომეს საფრანგეთის დიპლომატიურ სფეროში გზა სწორედ მან გაუკვალა. ელენ დანკოსი ბოლომდე იზიარებდა პუტინის იმპერიალისტურ ზრახვებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც და სწორედ მან, ელენმა უშუამდგომლა პუტინთან, რათა მის ბიძაშვილ სალომეს (უკვე რუსეთ-საქართველოს ომზე იმ ცნობილი წიგნის ავტორს), ივანიშვილისთვის დირექტივა მიეცა სალომეს შემდგომი კარიერული წინსვლისთვის ხელი შეეწყო. ივანაშვილი, როგორც ვიცით თავისი ბატონის მონა-მორჩილი იყო და პუტინს უარს ვერ შებედავდა: ასე გახდა სალომე ზურაბიშვილი ჯერ მთაწმინდის რაიონის დეპუტატი, 2018 წელს კი-ისევ ვლადიმერ პუტინის მითითებით-ქართული ოცნების პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი.
ბოროტი ხმები ამბობდნენ, რომ ივანიშვილს სალომე თვალში სულაც არ მოსდიოდა, მაგრამ პუტინს უარს როგორ გაუბედავდა-რუსულმა ოცნებამ საპრეზიდენტო ს წინა კამპანია დაიწყო…მაგრამ იყო პრობლემა-დახურული გამოკითხვების მიხედვით ზურაბიშვილს ხალხში იმდენად დაბალი რეიტინგი აღმოაჩნდა, რომ გარანტირებული შედეგისთვის ივანიშვილი იძულებული გახდა სალომეს პორტრეტის ნაცვლად საკუთარი ფოტოები გაეკრა საარჩევნო ბანერებზე!
ეს ალბათ მსოფლიოში უნიკალური საარჩევნო კამპანია იყო, სადაც ასარჩევი პირის ფოტოს ნაცვლად ქუჩებსა და შენობებზე სხვისი პორტრეტები იყო გამოსახული. მიუხედავად მსგავსი უპრეცედენტო მოვლენისა და ადმინისტრაციული რესურსის ძალისხმევისა, არჩევნების პირველი ტური სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან მაინც წააგო, რადგან მაშინ “” და საარჩევნო კომისიები ივანიშვილის მიერ ბოლომდე უზურპირებული ჯერ კიდევ არ იყო.
სწორედ ამან გამოიწვია რუს ოლიგარქში იქამდე არგანცდილი პანიკა და მთელმა საქართველომ იხილა თვალებაწითლებული, ფერდაკარგული, აკანკალებული ივანიშვილი საკუთარი ტელევიზორების ეკრანებზე, სადაც ის ქართველ ხალხს პირდაპირ მიმართავდა თხოვნით, რომ მისთვის “ხარვეზების გამოსწორების შანსი” მიეცათ და ამის პირობას აკანკალებული ხმით იქვე იძლეოდა. მეორე ტურამდე ოთხი კვირა იყო დარჩენილი და პირველი ტურის წარმატებით ფრთაშესხმული ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ დარჩენილი დრო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო აქტივობის კერების შექმნით ძალოვანი უწყების მობილიზებისთვის ხელი შეეშალა-გულარხეინად მიყუჩდა, ივანიშვილის რეჟიმს ძალის მოკრების საშუალება მისცა და ფაქტობრივად სასათბურე პირობები შეუქმნა. ოპოზიციისგან განსხვავებით, რუს ოლიგარქს კარგად ესმოდა დროის ფასი და მეორე ტურამდე ძალოვანი სტრუქტურები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა-სანამ ოპოზიცია არხეინად განისვენებდა, რეჟიმი მეორე ტურის გადამწყვეტი ბროლისთვის ემზადებოდა…
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ტური იყო და ეს კარგად მხოლოდ ორ კაცს ესმოდა-კიევში მყოფ მიხეილ სააკაშვილს და თბილისში გამაგრებულ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, პირველ ტურში ოპოზიციის წარმატების იმავე დღეს იმდროინდელი “რუსთავი-2”-ს პირდაპირი ეთერის საშუალებით დან ჩაერთო და ოპოზიციას სრული მობილიზაციისკენ, ხალხს-სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ, ძალოვანებს კი ხალხის წინააღმდეგ ძალის არგამოყენებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის გამოსვლის დასრულებიდან 15 წუთში იმავე “რუსთავი-2”-ს ეთერში მ განცხადება გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება არ ასახავდა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს პოზიციას და მათთან შეთანხმებული არ იყო, ანუ დღევანდელი სლენგი რომ ვიხმაროთ, სააკაშვილის მოწოდება იქვე დააქენსელა. იმავე დღეს მელიას მსგავსი განცხადება გააკეთა ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ჰაერში გამოეკიდა…
მეორე ტურის არჩევნების დღე მთელი საქართველოს მასშტაბით იქამდე არნახული ძალადობის ნიშნით წარიმართა, მაგრამ ძალადობის ნამდვილ ეპიცენტრად ქალაქი ზუგდიდი იქცა, სადაც ოლიგარქის რეჟიმმა იქამდე უპრეცენდენტო რეპრესიები ჩაატარა-ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით გააერთიანეს ოცნების ჩინოვნიკები, პოლიცია და ადგილობრივი კრიმინალური ბანდები, რომლებიც მოსახლეობას ღიად ემუქრებოდნენ თუ ისინი ხმას ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს არ მისცემდნენ. არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ასევე მუშაობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებიც, სწორედ იმ დღეებს შეეწირა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია. ამ სრულ განუკითხაობასა და კოშმარს ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც იმ დღიდან 6 თვეში, 2019 წლის 20 ივნისის “გავრილოვის ღამეს” ჩვენს რჩეულ ახალგაზრდებს დათვის ტყვიები დაუშინა და თვალები დათხარა…ასე “გაიმარჯვა” სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გახდა.
მერე იყო ზურაბიშვილთან დაკავშირებული “გარეჯი საქართველოა”-ს სამარცხვინო კამპანია, რომელმაც ორი უდანაშაულო, ასაკოვანი და პატივსაცემი ადამიანის ცხოვრება დაანგრია და ქართველებს გარეჯის აზერბაიჯანის მხარეს განლაგებულ კომპლექსში იქამდე სრულიად თავისუფალი შესვლა აუკრძალა…ბევრი რამ იყო მერე, მაგრამ ში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ მთლიანად შეცვალა რუსეთ-დასავლეთის იქამდე იდილიური ურთიერთობის პარადიგმა: უკრაინელი ერის დასავლეთისთვის სრულიად მოულოდნელმა გმირულმა წინააღმდეგობამ და თავგანწირვამ კონფორმისტული დასავლეთი ბოლო-ბოლო აიძულა რეალობისთვის თვალი გაესწორებინა და აგრესორისთვის აგრესორი ღიად და მთელი მსოფლიოს გასაგონად ეწოდებინა.
რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების უარყოფითისკენ შეცვლა საქართველოზეც აისახა-დადგა მომენტი, როცა ქვეყნის დე-ფაქტო პრორუსულ ხელისუფლებას დასავლეთმა ამ ომისადმი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა და ამ მომენტიდან დაიწყო ივანიშვილის რუსული ხელისუფლების იძულებითი თვითლუსტრაცია, როდესაც ოლიგარქს ლავირების სივრცე მოესპო და არჩევანის წინაშე დადგა. სრულიად ბუნებრივია, რომ მან ეს არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა, რადგან ის იმთავითვე რუსული პროექტი იყო და პუტინს ვერაფრით განუდგებოდა. ამ ვითარებაში ყველაზე რთულ სიტუაციაში სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა-ერთის მხრივ, ის დასავლეთში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანი იყო და დასავლური პოლიტიკური კულტურის ნაწილად თვლიდა თავს, მაგრამ საქართველოში ის პუტინის პოლიტიკური სისტემის პროდუქტად შედგა და სწორედ ქართული ოცნების წყალობით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, რაც თავისუფალ, გამჭვირვალე, კონკურენტულ არჩევნებში ცხადია ვერასდროს მოხდებოდა.
სალომეს აქაც არ უმტყუნა ალღომ და დასავლეთში საკუთარი პოლიტიკური იმიჯის განადგურებას თავის პოლიტიკურ მშობელთან-ქართულ ოცნებასთან დაპირისპირება არჩია, რაკიღა ორ სკამზე ჯდომის ფუფუნება ხელიდან გამოეცალა. ასე განუდგა სალომე ზურაბიშვილი მისი კარიერული მწვერვალის შემქმნელ რუს ოლიგარქს და ტოტალურად გაყალბებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მთელი მსოფლიოს გასაგონად გაყალბებულად გამოაცხადა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ცივილიზებული მსოფლიოს თვალში ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმურობის არცნობისთვის, რადგან სალომე იმ დროს მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი შტოს წარმომადგენელი იყო, ვინც არჩევნები გაყალბებულად საჯაროდ აღიარა და ამდენად მის ვერდიქტს რეალური წონა ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში პირველად მისი და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები როგორც იქნა, ერთმანეთს დაემთხვა და მიუხედავად წარსულში მისი მღვრიე ბიოგრაფიისა, ეს მოვლენა ქართველმა ხალხმა სათანადოდ დაუფასა-საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გასული რამდენიმე თვე ხალხმა ის უპირობო ლიდერად აღიარა და მისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდა.
სალომეც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურობდა, რამდენჯერმე შეხვდა მაკრონს, მისი დახმარებით ისიც კი მოახერხა, რომ არჩევნებში უკვე გამარჯვებული ტრამპი მისი პარიზში ვიზიტის დროს არაფორმალურ გარემოში ენახა და დაუგეგმავი მოკლე საუბარიც გაება-ჩანდა, ის ცდას არ აკლებდა დასავლეთის საკვანძო ლიდერებამდე მიეტანა ის ამბავი, რომ ოლიგარქიულმა რეჟიმმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა და მისი ლეგიტიმაცია დაუშვებელია. ცხადია, სალომეს საკუთარი მერკანტილური ინტერესიც ამოძრავებდა-მას სურდა საქართველოს მეორე ვადით პრეზიდენტობა ან სულაც პრემიერ-მინისტრობა. რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა ქვეყანა ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რომ ბევრი მათგანი, ვინც კარგად იცნობდა ზურაბიშვილის წარსულს და არ გააჩნდა მის მიმართ დიდი სიმპათიები-ის ხალხიც კი თვლიდა, რომ თუ სალომე ქვეყნის რუსეთის ბრჭყალებიდან დახსნას შეძლებდა, პოლიტიკურ მწვერვალზე კიდევ ერთი ვადით მისი დარჩენა არცთუ დიდი საფასური იქნებოდა იმ შავი ჭირისგან დასახსნელად, რაც საქართველოს სჭირდა. ასე ვფიქრობდი მეც, მაგრამ…ადამიანი საკუთარ თავზე მაღლა ვერ ახტება და სალომე ზურაბიშვილმაც თავისი არცთუ მდიდარი პოლიტიკური ბაგაჟი როგორც ჩანს ამოწურა-მას არ ეყო არც გამბედაობა და არც ნება ჭეშმარიტ სახალხო ლიდერად ქცეულიყო, ვინც თავის ხალხთან ერთად ქუჩაში დაუღალავად იდგებოდა და ბრძოლაში გაუძღვებოდა-სალომე მთელი ცხოვრების მანძილზე კაბინეტური ტიპის ქალი იყო და ის უბრალოდ ვეღარ შეიცვლებოდა, ასაკიც ხელს არ უწყობდა. რა გვაქვს ამ მომენტისთვის? ოლიგარქიულმა რეჟიმმა და მის მიერ შექმნილმა მძიმე რეალობამ დღეს ქართველ ხალხს დაანახა, რომ პროტესტის იმ ფორმამ, რაც დღემდე გამოიყენებოდა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, მაგრამ იმავდროულად თავისი თავიც ამოწურა.
რამდენიმე დღეში სალომე ზურაბიშვილი ისევ უხმობს ხალხს დიდი შეკრებისთვის, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ პროტესტი პროტესტისთვის ოდესღაც მობეზრდება, რადგან პროტესტი, რომელსაც შედეგი არ მოაქვს თავიდანაა გასააზრებელი-როგორც ფორმით, ისევე შინაარსით. კაცმა რომ თქვას, ველოსიპედი დიდი ხნის წინ უკვე გამოგონებულია და მის ხელახლა გამოგონების საჭიროებაც არ არსებობს. და კიდევ ერთი-დიადი მიზნების მიღწევა ფსევდო-ლიდერებით შეუძლებელია, დიად მიზნებს სუფთა ხელები და ცხელი გული ჰაერივით სჭირდება.
ფოტოზე: 2018 წლის ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ბანერი.