პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
ათათურქი, რომელმაც თანამედროვე თურქეთი შექმნა-ავტოკრატი იყო.
რეზა ფეჰლევი, რომელმაც მოდერნიზებული ირანი შექმნა გასული საუკუნის პირველ ნახევარში-ავტოკრატი იყო.
ლი კუან იუ, რომელმაც თანამედროვე სინგაპური შექმნა-ავტოკრატი იყო.
გენერალი ფრანკო, რომელმაც ესპანეთი წითელ კომუნისტურ ჭირს გადაარჩინა-დიქტატორი იყო.
აუგუსტო პინოჩეტი, რომელმაც ჩილე კომუნისტური უფსკრულისგან იხსნა-დიქტატორი იყო.
ილჰამ ალიევმა, რომელიც ავტოკრატია-აზერბაიჯანი გააერთიანა.
ტრამპსაც ავტოკრატს და დიქტატორს უწოდებენ, ვინც იმას აკეთებს ჩვენს თვალწინ, რაც რეიგანის შემდეგ არცერთ აშშ პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც არც დიქტატორი ყოფილა და არც ავტოკრატი-თანამედროვე ქართული სახელმწიფო დააფუძნა, მაგრამ მოგვიანებით ნეო-ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში.
რატომ? იმიტომ, რომ გარდამავალ პერიოდში მინიმუმ ავტოკრატი უნდა იყო-შენი მონაპოვარი რომ გარე და შიდა მტრებისგან დაიცვა. მიშას კი ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა სურდა, გადასცა და რაც მივიღეთ კი იცით.
ამიტომ დემოკრატია ჩემს წარმოდგენაში განვითარებული საზოგადოების ფორმაა და არა თვითმიზანი. ჩემი გაგებით მთავარი შინაარსია, შინაარსი კი ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოა, რომლის შესაქმნელად ჰოი საოცრებავ და დემოკრატიული ინსტრუმენტები ხშირად უვარგისია: დემოკრატია რომ აშენდეს, ამისთვის საზოგადოება უნდა გაიზარდოს და ამას კიდევ დრო უნდა, რადგან უმწიფარი საზოგადოება დემოკრატიულად ისევ თაღლით ვიგინდარას აირჩევს.
ახლა აქ არავინ შემომიხტეს და დიქტატურის აპოლოგეტობა არავინ დამწამოს-ვისაც აზროვნება შეუძლია, ყველაფრის დაღეჭვა არ სჭირდება-კარგად მიხვდება რაზეა ეს პოსტი: დემოკრატიის გადასარჩენად დემოკრატიული მეთოდები ძალიან ხშირად არ ამართლებს.




