მაია ნიკოლეიშილი აქციის მონაწილეებზე- ერთი წელი გავიდა და ეს არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო

მაია ნიკოლეიშილი აქციის მონაწილეებზე- ერთი წელი გავიდა და ეს არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო
„ვცდილობ რისი მტკიცებაც შეიძლება მხოლოდ იმაზე ვისაუბრო. გავიდა ერთი წელი, ერთი წელი არის ის დრო, რომელიც გაჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია, მით უმეტეს სასიკვდილო“-ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სტუმრად “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ განაცხადა.
ნიკოლეიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, აქციაში მონაწილე პირების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია.
ნიკოლეიშვილს მიაჩნია, რომ ფაქტია, მძიმედ არ ყოფილან, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ.
„ერთი, ცოცხლები არიან, და მეორე მათ ჯანმრთელობას არ მიადგა სერიოზული საფრთხე, რომლის შედეგები სახეზე იქნებოდა. ანუ ყველაფერმა გაიარა უკვალოდ. ის, რომ ცუდად იგრძნეს თავი, კი ბატონო. მერე? სად მივდივართ. თუ მათ ჰქონდათ ძალიან გამოხატული მდგომარეობა და თან ექიმებმა, რომლებიც იბრალებენ იმას, რომ ანკეტირება მოახდინეს და კვლევები მოახდინეს, ისინი ხომ მათ გვერდით იყვნენ? რატომ არავინ მივიდა? შეიძლება მძიმედ არ იყო და ფაქტია, რომ მძიმედ არ ყოფილა, თორემ კლინიკაში მივიდოდნენ.
ორჯერ ორი ოთხია, ადამიანი ცუდად რომ არის მიდის კლინიკაში. ენდობა ხელისუფლებას თუ არ ენდობა ექიმთან მიდის. პოლიციას ყოველთვის იძახებენ, რატომ არ გვიცავს პოლიციაო ხო ამბობენ?! ენდობა თუ არა ხელისუფლებას, ხომ ყველა დემონსტრანტი ამბობს, რომ აი პოლიცია რატომ არ გვიცავს ახლა? -არ ენდობი, მაგრამ პოლიცია გინდა, არ ენდობი, მაგრამ ექიმთან მიხვალ, სხვანაირად ვერ მოიქცევი, იძულებული ხარ ცუდად რომ ხარ. ექიმთან არავინ არ მისულა ეს ერთი. მეორე, დავუშვათ, უბრალოდ უნდოდათ, რომ შეეგროვებინათ ის, რომ აი აქ რაღაც ნივთიერებამ იმოქმედა, ძალიან ბევრი ხალხია ცუდად. შარდი, სისხლი, ანალიზები, ტოქსიკოლოგიური, ნაწილი აქ ნაწილი უცხოეთში, რა გაუჭირდებოდათ, თუ დამფინანსებელი არ იქნებოდა? ეს არის ერთადერთი, რის საფუძველზეც შეიძლება თქვა, რომ აქ მოქმედებდა მომწამვლელი ნივთიერება ან არ მოქმედებდა“-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს