მაია ნიკოლეიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ მარიამი გამომწვევად და გამაღიზიანებლად იქცევა ხოლმე რესპონდენტებთან, საკმაოდ უტაქტოდ გადის ჟურნალისტური ქცევის საზღრებიდან, მიუხედავად ამისა, მე, როგორც ადამიანი …

“აი, ახლა გეყოფათ! ანგარიშსწორება პოლიციის მხრიდანო! ოპოზიციის პოლიტიკურად კასტრირებულ ლიდერებს სწორედ “ორი ტრუპი” უნდათ!
ჟურნალისტებო! ფრთხილად!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
“ფერადი რევოლუციების მამოძრავებელი საკრალური მსხვერპლი უხშირესად ჟურნალისტები არიან!
ჟურნალისტობა რომ ისწავლეთ, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის პარალელურად თავის გაფრთხილებასაც ისწავლიდით!
მიუხედავად იმისა, რომ მარიამი გამომწვევად და გამაღიზიანებლად იქცევა ხოლმე რესპონდენტებთან, საკმაოდ უტაქტოდ გადის ჟურნალისტური ქცევის საზღრებიდან,
მიუხედავად ამისა, მე, როგორც ადამიანი და როგორც ექიმი, ძალიან განვიცდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა ვუსურვო, რომ ეს ტრავმა არ იყოს მძიმე და მალე გამოჯანმრთელდეს!
ასევე, ძალიან განვიცდი თითოეული პოლიციელის, უშიშროების სამსახურის თანამშრომლების, სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრის, თითოეული ე.წ. “რობოკოპის” უნიფორმაში ჩაცმული პროფესიონალის დაღლას, განცდებს, ნერვიულობას, მოთმენას, მათ ტკივილს, მათ ტრავმებს, ვინაიდან
ისინი ჩვენი მშვიდობისთვის დგანან რუსთაველზე და ჩვენ ვაფასებთ ამას!!!
ისინი ჩვენს სახელმწიფოს და კონსტიტუციურ წყობას, ჩვენი რეგიონის მშვიდობას იცავენ!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს