მაია ნადირაძე: ექსქოცები და ექსნაცები ერთნაირად …

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
“ნაციქოციერთია” იდეოლოოგიით შეიარაღებული ხალხი, საუკეთესო შემთხვევაში, არის დებილი.
ვინც სახელმწიფო შექმნა და ვინც გააპარტახა, იმათ შორის ტოლობის ნიშანს როგორ სვამთ?! რითი ოპერირებთ, რა ტიპის ხედვას და კოგნიციის უნარებს იყენებთ?! მაიმუნის?!
ექსქოცები და ექსნაცები ერთნაირად აუტანელი უსახური მასაა.
“დაგმე მიშა” ლოზუნგის სხვადასხვა ვარიაციით თუ გრადაციით შეარაღებულები “მოღვაწეები”.
ვიდრე ამ ხალხს აზრს ეკითხებით, ხიხოსტანი უძლეველია.
მარტო ხიხოსტანმა იცის ზუსტად, რა მასშტაბის გარღვევა მოხდა იმ პერიოდში და 13 წელია მუხლჩაუხრელად ანადგურებს ყველაფერს, უმცირეს სიმბოლოებსაც კი.
მიზანსაც აღწევს, ამ ზემოთ ნახსენები მხდალი, ბრტყელტვინა “მოღვაწეების” ჭყლოპინის შეწევნით.
ამათაც რომ მოინელებს ხიხო, იქ გამოჩნდება სინათლე.
ჩემი აზრით, ცოტა დარჩა!
P.S.ჯერ ვრცელი დავწერე, მაგალითებით და ანალიზით, მერე გადავიფიქრე, ახსნას აზრი არა აქვს, საკუთარ ეგოში ჩაკარგულებისთვის. თავს კი ამოიცნობენ მაინც.“