თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ გიორგი გახარიას თავდასხმაზე 126-ე მუხლი ძალიან მსუბუქია.
მისი თქმით, კადრებში, რომელიც ჯერჯერობით გავრცელდა, არ ჩანს როგორ აღმოჩნდა გახარია ძირს, რამდენმა ადამიანმა მიაყენა დაზიანება, შესაბამისად მომხდარზე კვალიფიკაციის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მზარიაშვილი ამბობს, რომ თუ “ოცნების” ლიდერების განცხადებებიდან ვიმსჯელებთ, “გასაგებია საითკენ მიჰყავს გამოძებას ეს საქმე”, თუმცა ყოფილ პროკურორს იმედი აქვს, რომ პროკურატურა სამართლებრივად ასე არ გარისკავს, რომ ბრალდებულის სკამზე გახარია აღმოჩნდეს.
გახარია როგორ აღმოჩნდა ძირს, ეს არ ჩანს. საერთოდ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ მიაყენა დაზიანება, როგორ მიაყენა, რამდენმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ძირს, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ კვალიფიკაცია სწორად დავაჯინოთ. 126-ე მუხლი ძალიან მსუბუქი მუხლია ამისთვის, გარდა ამისა გახარიამ დაზიანება მიიღო და არვიცით დაზიანების ხარისხი, ასევე არ ვიცით, მომხდარი როგორ იყო ორკესტრირებული, დადგმული. ამიტომ დაველოდოთ, რა ინფორმაცია გახდება ცნობილი, რა ვიდეომასალა გავრცელდება, რა კომენტარს გააკეთებს თავად გახარია და ამის შემდეგ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს კვალიფიკაციის სისწორეზე. ჯერჯერობით, ეს კვალიფიკაცია არაფერ არ მეუბნება, არაფერი არ არის ამ ამბისთვის. მე არვიცი პროკურატურა თავის ჭკუით ბრალდებულად ვის მოიაზრებს ამ კვალიფიკაციაში, ძალადობა ვისი მხრიდან? არვიცით დინამიკა, მათ თავში აქ დაზარალებულად ვინ მოაზრება, ვერ გეტყვით. გასაგებია, საითაც მიჰყავთ ეს დინამიკა, თუმცა მე არმგონია სამართლებრივად ასე გარისკონ და ასეთი მიმართულება მისცენ ამ საქმეს. დაველოდოთ”, – ამბობს მწარიაშვილი.
ცნობისთვის, “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას 15 იანვარს, ღამით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.