“მზია ერთი წამი არ დამჯდარა და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი” – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტის საბოლოო პროცესის შემდეგ განაცხადა.
უფლებადამცველის თქმით, ასეთ დროს ადამიანს უთხრა, რომ ბოლო სიტყვა წარმოთქვას, რომელიც “მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება, იქნებოდა წარმოუდგენელი”.
ყველაზე მთავარი კითხვა მქონდა მოსამართლესთან, აქ მას ის უნარები, რომ ამხელა სახელისუფლებო ზეწოლას გაუძლოს? რომელიც პროცესის მიდმინარეობის პარალელურადაც კი კომენტარებით, ფეხდაფეხ მოგვსდევდნენ და ამტკიცებდნენ, რომ არა – ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და უნდა დაისაჯოს საგანგებოდ და იქ არის, სადაც უნდა იყოს, სახელმწიფო მას მოექცა ისე როგორც მოექცა. აი ამაზე პასუხის გამცემი არის ეს მოსამართლე?..
დღევანდელ პრცესზე ვისხედით დაწყდომამდე. მზია, წარმოიდგინეთ ერთი წამი არ დამჯდარა და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს არ ითხოვს, არავის არაფერს არ ეხვეწება, ეს არის მისი შინაგანი პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ და ასე გამოხატავს – ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერი, მწყურვალი, დილაუთენია წამოყვანილი ამ დრომდე, 11 საათამდე. ამ დროს შესთავაზო ამ ადამიანს მითხარი საბოლოო სიტყვაო, რომელიც მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება, იქნებოდა წარმოუდგენელი.
ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. ამიტომ მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმის თქმა, რაც მას არასდროს არ მოუსმინეს,” – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. სინდისის პატიმრის პროცესი 4 აგვისტოს გაგრძელდება.