მაია კიკაბიძე: ჩვენ ვართ მომსახურე პერსონალი და სულერთია ჩვენთვის ვინ იქნება ბატონი, მთავარია 10 ალუჩა 25 ლარად იყიდონ. სად არის ჩემი საქართველოოოოო!!

“გვიანი იყო, მომიწია კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე გავლა. სადღაც პირველის ნახევარი იქნებოდა, მოვდივარ და უამრავი ხალხი მოძრაობს, ღიაა სუვენირ პროდუქტების მაღაზიები, მაღაზიების წინ დახლებზე გამოფენილია ხილი, 10 ცალი ალუჩა ერთჯერად ჭიქაში 25 ლარი, ასევე სხვა კენკროვანები. ისმის მუსიკა სიმღერები და ქართველი უწელო სქელი გამყიდველები აყოლილი მუსიკის სიმღერის ტექსტზე ხელებ გაშლილი ცეკვავენ სიცილ კისკისში, თავსაბურავებიანი ფეხმავალი ქალები მრავლად და შავი კაცები არაბულ ენაზე საუბრობენ, მანქანებს ჩაწეული აქვთ მინები და იქიდანაც ხმამაღალზე ისმის სიმღერები, მივდივარ და ვეძებ ერთი ქართველი თუ შემხვდება, მაგრამ ქართველი მხოლოდ ოფიციანტი ან გამყიდველი დავინახე, ჯგუფ ჯგუფად იდგნენ ღრუსები, წყვილწყვილად ღრუსი ნაშობა, ოთხ ოთხად ირანელები, კოტე აფხაზის მთელ ქუჩაზე ისმოდა საღორის სიმღერები რომელზეც გარე გამყიდველი სქელღიპა ქართველი ქალები ცეკვავდნენ, სასმელის სუნი ასდიოდა გამვლელებს, იყო მხიარულება და ღიმილიანი სახეები. ერთი ქართველი არ შემხვდა, ჩამოვჯექი კიბეზე, პაპიროზი მოვწიე და ძლივს შევიკავე ტირილი, არადა სახე მქონდა აგრესიული, დადიოდნენ და დადიოდნენ უქართველო ქუჩაზე, ჩვენ ვართ მომსახურე პერსონალი და სულერთია ჩვენთვის ვინ იქნება ბატონი, მთავარია 10 ალუჩა 25 ლარად იყიდონ. დამძიმებული მოვედი სახლში და თავი სხვა პლანეტაზე მეგონა, სად არის ჩემი საქართველოოოოო!!!!” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი, რეჟისორი, ვიზუალური და აუდიო ხელოვნების დოქტორი მაია კიკაბიძე.