მაია ბითაძე: ძაღლი არ არის სათამაშო … ყველას ვპირდები, რომ კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„კანონპროექტი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ჩვენ მკაცრად გავაკონტროლოთ კერძო საკუთრებაში მყოფი ძაღლების გამრავლების საკითხი, რადგან სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქუჩაში გვყავს აურაცხელი რაოდენობის მიუსაფარი, თუ მიკედლებული ცხოველი. კანონპროექტის დაინიციირებამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ გამომდინარე არარეგულირებადი სფეროდან, არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს არ იყოს კანონი [„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“] მიღებული. ყველას ვპირდები, რომ კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება და რამდენიმე წელიწადში ყველა ერთად ვიამაყებთ იმით, ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა „ქრონიკასთან“ ბითაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“