მაია ბითაძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სექტორი განიცდის კონკრეტული გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმის მცოდნე კადრების დანაკლისს და მზად არიან სახელმწიფოსთან ერთად იმუშაონ აღნიშნული მიმართულების განვითარებისათვის. „კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მალე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთახმების დირექტივებიდან გამომდინარე, არაერთი ახალი კანონი შევა ძალაში, გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების მცოდნე კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა მომავალში უფრო მეტად გაიზრდება. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი