მათ შეუძლიათ არაფერი არ ქნან, საერთოდ გაჩერდნენ და ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, ხელი მაინც არ შეუშალონ ხელისუფლებას მუშაობაში.
მისი თქმით, ოპოზიციის “გარუსების გეგმა” სრულიად ჩავარდნილია, მათი მომხრეებიც გაუგებრობაში არიან და ვერ ხვდებიან რაშია საქმე.
“ჩვენ ვუერთდებით ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ, თუმცა მოლოდინი პოზიტიური არ გვაქვს. მათ შეუძლიათ არაფერი არ ქნან, საერთოდ გაჩერდნენ და ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში.
მათი გეგმა ჩავარდა, ეს ხელისუფლების და ქვეყნის პიარული გარუსების გეგმა ჩავარდა. ეს ხალხი ფიქრობს ამ ს გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო და ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე და მათი მომხრეებიც დაბნეულები არიან. ეს გარუსების გეგმა, აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გოიმური და მდაბიო მესიჯია. შესაბამისად, ამ დროს, პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნებ ხელი მაინც არ შეგვიშალონ, ამაში მდგომარეობს ჩვენი მოწოდება,” – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება