მათ ყველაფერი ჰქონდათ, სიყვარულის გარდა: მსოფლიოს 3 ყველაზე ლამაზი ქალი ტრაგიკული ბედით – Marao

სტატიაში ვისაუბრებთ იმ სამი ცნობილი ქალის შესახებ, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ – კარიერა, სილამაზე, ნიჭი… თუმცა, ამის მიუხედავად, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ:
რომი შნაიდერი
ალენ დელნისა და რომი შნაიდერის სიყვარულის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულად ითვლება, მაგრამ უფრო სწორი იქნება, ტრაგიკული ეწოდოს. რომ არა ფრანგი პლეიბოი, რომელმაც გერმანელი „პრინცესას“ გული მოიპარა, ამ კაშკაშა ლამაზი ქალის ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად განვითარდებოდა და, შესაძლოა, 43 წლის ასაკშიც არ დასრულებულიყო.
23 წლის დელონი და 20 წლის შნაიდერი მალე ევროპის ყველაზე ცნობილ წყვილად იქცნენ. რომის უყვარდა ალენი და მისი დაკარგვის შიშით შნაიდერი დელონის დროსტარების მოყვარულ მეგობრებსა და მათ ბოჰემურ ცხოვრების წესს უძლებდა.
ალენსაც უყვარდა შნაიდერი, მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებდა. ამიტომ ხელის თხოვნასაც არ ჩქარობდა და ოფიციალურ ნიშნობასაც მხოლოდ დედის დაძალებით დათანხმდა.
რომი მყუდრო სახლსა და ბავშვებზე ოცნებობდა, მაგრამ ალენი სრულიად მოუმზადებელი იყო, რომ სიცოცხლე ერთი ქალისთვის მიეძღვნა. დელონი არ მალავდა სხვა ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობას, რის გამოც წყვილს გამუდმებით ჰქონდა კონფლიქტი, რაც ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზრდებოდა.
„მასში ყოველთვის ორი არსება ცხოვრობდა: ნაზი, დაუცველი თოჯინა და გულისამრევი გერმანელი ქალი. მე ვაღმერთებდი პირველს, მეზიზღებოდა მეორე ”- აღიარა ალენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ელისაბედ ტეილორი
რო­გორც ცნო­ბი­ლია ტე­ი­ლო­რი რვა­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მე­უღ­ლე­ე­ბი მას ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც ერ­თგულ და პა­ტი­ო­სან ცოლს. თა­ვად ელი­ზა­ბე­ტი ამ­ბობ­და: “მე მხო­ლოდ იმ კა­ცებ­თან ვწო­ლილ­ვარ, ვისი ცო­ლიც ვი­ყა­ვი. შე­უძ­ლია კი ბევრ ქალს ამით ია­მა­ყოს?”
პირ­ვე­ლად ტე­ი­ლო­რი 1950 წელს, 18 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და. ის 24 წლის კონ­რად (ნიკ) ჰილ­ტონს გაჰ­ყვა ცო­ლად, რო­მე­ლიც მსხვი­ლი ბიზ­ნეს-იმ­პე­რი­ის მემ­კვიდ­რე იყო. ბე­ვერ­ლი-ჰილზ­ზე გა­დახ­დილ ქორ­წილს 700 სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და და ის მა­შინ­დელ ელი­ტას კარ­გად და­ა­მახ­სოვ­რდა. თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ლიზ ტე­ი­ლორს მა­შინ თაფ­ლო­ბის თვი­დან მხო­ლოდ მე­უღ­ლის ცუდი საქ­ცი­ე­ლი და­ა­მახ­სოვ­რდა – ის სვამ­და, ნარ­კო­ტი­კებს იღებ­და და სხვა ქა­ლებ­თან ფლირტს არ იკ­ლებ­და.
ლიკა ქავჟარაძე
ლიკას მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი იყო – იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი -ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძესთან, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.