,,მათ ფული არ აქვთ…“- ილონ მასკი ტრამპის დაანონსებულ Stargate-ის პროექტს ეჭვქვეშ აყენებს

ილონ მასკი OpenAI-ის, SoftBank Group-ისა და Oracle-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის (AL) განვითარებისათვის შექმნილ მრავალმილიონიანი ერთობლივი პროექტს, რომლის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირაში განაცხადა, ეჭვქვეშ აყენებს.
„სინამდვილეში, მათ ფული არ აქვთ“, – დაწერა მასკმა X-ზე.
რამდენიმე საათში მასკმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: „SoftBank-ს $10 მილიარდზე ბევრად ნაკლები აქვს, ამის შესახებ დადასტურებით ვიცი.“
Fox News-ისთვის გაკეთებული კომენტარში კი ტრამპის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ხალხმა უნდა დაუჯეროს პრეზიდენტ ტრამპს და პარტნიორი კომპანიების გენერალურ დირექტორებს.
ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელ კომპანიებს მასკის ბრალდებებზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუციათ.
ამ ყველაფრის ფონზე, WSJ- ი უკვე წერს, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტსა და მასკს ხშირად ერთმანეთთან რთული ურთიერთობა აქვთ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მასკი მწვავე პოსტებოს გამოქვეყნებას არც ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ კერძო სექტორის მიერ განვითარებულ AI-ში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოიცავს ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ს, იაპონურ საინვესტიციო ჯგუფს SoftBank-სა და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტს Oracle-ს. სწორედ ამ კომპანიების მონაცემთა ცენტებში შეიძლება ჩაიდოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიარდები. მოხსენების თანახმად, ამ ცენტრის პირველი ობიექტი ტეხასში აშენდება.
მედიის თანახმად, პროექტს Stargate (ვარსკვლავური კარიბჭე) ერქმევა. სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს გარდა პროექტს სხვა ინვესტორებიც ეყოლება.
CBS-ის ინფორმაციით, პროექტის პირველადი შენატანი 100 მილიარდი იქნება. შემდეგ ოთხ წელიწადში ეს თანხა 500 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.