,, მათ უნდათ, რომ ქვეყანა მხოლოდ ნაცებისგან და ქოცებისგან შედგებოდეს. ხოლო ისინი, ვინც ორივეს დამარცხებას ცდილობენ, ამოწყდნენ” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,მათ უნდათ, რომ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლად გამოვაცხადოთ და ხმა არ ამოვიღოთ მის მიერ დამყარებულ დიქტატურაზე, ძალადობრივ დანაშაულებებზე, რეპრესიულ სისტემაზე.
მათ უნდათ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობის, “გაის” გაუქმების, ს თბილისში ვიზიტის გამო “მცირე გადაცდომად” გამოვაცხადოთ ქუჩებში ადამიანების დახვრეტა და სახელმწიფოს სახელით ჩვენი თანამოქალაქეების წამება, ციხეების გამოვსება და იქ ადამიანების ხოცვა.
მათ უნდათ, რომ არ გავიხსენოთ ენმ-ს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი დოგმატი “ფულს სუნი არ აქვს”… ამ ლოზუნგით უამრავი სტრატეგიული რესურსი მტრებს რომ ჩააბარეს.
მათ უნდათ, რომ ხმა არ ამოვიღოთ ოპოზიციის ერთი ნაწილის მოუმზადებელ, არასერიოზულ, უპასუხისმგებლო გეგმაზე, რომელმაც შეიძლება უამრავი ჩვენი თანამოქალაქე თავით შეახეთქოს ყრუ კედელს და ივანიშვილს ავტორიტარიზმის გამყარებაში დაეხმაროს.
მათ უნდათ, რომ ქვეყანა მხოლოდ ნაცებისგან და ქოცებისგან შედგებოდეს. ხოლო ისინი, ვინც ორივეს დამარცხებას ცდილობენ, ამოწყდნენ.
მათ სურთ, რომ სოციალური სამართლიანობის, მწვანე ეკონომიკის, ჩვენი კლასის ჩაგვრისგან გათავისუფლების, განდევნილთა სახელმწიფოში დაბრუნების საკითხები ასი წლით გადაიდოს.
მათ სურთ, რომ მათნაირები გავხდეთ, წელსქვევით ვუბრახუნოთ ოპონენტებს, უკადრებელი ვიკადროთ, მათივე ბინძური მეთოდებით შევებრძოლოთ…
და ა.შ.
ჩვენ ვამბობთ: ასე არ გამოვა!
ჩვენ ვამბობთ: ქოცებისა და ნაცების მიღმა, არსებობენ სოცები! (ალუზია პროფესორ მუსხელიშვილის ლოზუნგისა)
ფაქტია, ჩვენი ეს ხმა კარგად ისმის რადიკალი ქოცების ფლანგზეც და რადიკალი ნაცების ფლანგზეც! შესაბამისად, ყოველდღიურად ძლიერდება თავდასხმები ამ წარსულის გადმონაშთების, სწორხაზოვანი აზროვნების მქონე ქვეშევრდომების მხრიდან. არის სასაცილო მუქარებიც.
ეს ხელს ვერ აგვაღებინებს განზრახვისგან! ჩვენ შევეცდებით, ივანიშვილსა და მის მიერ პირდაპირ თუ ირიბად კონტროლირებულ ძალებს, სისტემას შევუტიოთ მარცხენა ფლანგიდან!
***
აქვე, გთხოვთ, რომ ვახუშტის წინააღმდეგ დაწყებული ამაზრზენი კამპანიისთვის თვალის მიდევნებისას ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე:
როგორც მითხრეს, ვახუშტის ოჯახის წევრების კომპანია ღიაა ნებისმიერი საქმიანი და საკითხის გარკვევაზე ორიენტირებული დისკუსიიისთვის. მზად არიან უპასუხონ კითხვებს იმის შესახებ, თუ:
რამდენი ათწლეული არიან ჩართულნი ამ საქმეში; რატომ იგებენ პროვინციულ, მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით მნიშვნელოვან ტენდერებს; რომელია მათ მიერ მოგებული სხვა, მსხვილი ტენდერები; რომელი ტენდერები აქვთ წაგებული; რა გამავლობის ბეტონმზიდი მანქანები ჰყავთ და ა.შ.
ამ პასუხებში რაიმე საეჭვო იქნება?! უკანონო იქნება?! ეჭვი მეპარება, ბოდვები დადასტურდეს… მაგრამ, ვთქვათ, რაიმე გამოვლინდა, არავინ აპირებს თეთრზე შავის თქმას.
რა თქმა უნდა, ოჯახი ოჯახია. უბრალოდ, ზრდასრული ადამიანები თავიანთი ოჯახის წევრების ქმედებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, როგორც მერაბ მეტრეველმა ბრძანა: “თუ ვახუშტი მამისა და ძმის ბიზნესის გამო ხელისუფლებასთან რაიმე კომპრომისზე წავიდა”, თუ საოჯახო ბიზნესს მოძრაობა დააფინანსებინა და ა.შ. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთად მოქმედებენ… ამის ნიშნები ჩვენ არავის არ შეგვიმჩნევია. ვახტანგს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ახლოს არა… რაც ვაკვირდები, ძალიან თანმიმდევრულია თავის პოზიციებში. ზოგიერთივით ხვეწნა-მუდარებს არ აჰყოლია და არავისთვის სიტყვაც არ შეუწევია ოზურგეთის მუნიციპალური ს დროს რომელიღაც ოლქში.
მართალია, ვახტანგი შესანიშნავი ორგანიზატორია, სათავეში უდგას ჩვენი მოძრაობის ადმინისტრაციულ (არა მხოლოდ) საქმიანობას და ა.შ. მაგრამ ყველამ გაიგეთ, “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისგან” არ შედგება მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ტელევიზორში გამოსულან.
საქართველოს ისტორიაში “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” არის აუდიტორია 115-ის შემდეგ ყველაზე დემოკრატიული სტრუქტურა, რომელიც ცალკეულ პირებზე არ არის მიჯაჭვული.
ასე რომ, პერსონალური თავდასხმებით ვერც პატიოსან ხალხს და ვერც თავად სტრუქტურას ვერაფერს დააკლებთ !
ეს პოლიტიკური პალეოლითი (ქოცები, გაქოცებული ნაცები, ნაცები და ულტრანაცები) უნდა დასრულდეს.“