მათ უნდათ აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს მოუწოდებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო

მათ უნდათ აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს მოუწოდებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო
არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აჯანყებასთან დაკავშირებით ს განცხადებას ეხებოდა.
„ ჯაშუშებმა საკუთარი უსუსურობა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით. წარმოუდგენელი ამბავია, მათ უნდა აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს აბრალებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო და ხალხს მოუწოდებენ აჯანყებისკენ. ოღონდ, არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით. პოლიტიკური რესურსი ნული აქვთ, რადგან ქართველებმა თავიანთი ისტორიული მეხსიერებიდან, სიბრძნიდან გამომდინარე მათ არც ამ ჯერზე არ მიანიჭეს არავითარი ლეგიტიმაცია. როდესაც საქართველოში ტარდება და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტია მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს იმას ნიშნავს იმას, რომ მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია და ახლა ცდილობენ, რომ ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას