მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს

ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.
მისი განცხადებით, არასამთავრობოებს უკან დასახევი არ აქვთ, რადგან უფულოდ რჩებიან, თუმცა, ხალხი სწორ დასკვნებს აკეთებს და მათ არაფერი გამოუვათ.
“ნამდვილად ასე იქნება, მათ უკან დასახევი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, უფულოდ რჩებიან, მერე როგორ იყიდიან მე-20 სახლს, 105 ფეხსაცმელს და ა.შ.
რა, არ გვაძლევენ იმის საშუალებას ასე ვიფიქროთ?
გაიხსენეთ გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერი ან სააკაშვილ- მომღერალი გოგონასი, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე