მათ სხვა გზა არ რჩებათ გარდა გაერთაინებისა იმიტომ, რომ სხვანაირად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის არის შეუძლებელი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი რადიკალური ოპოზიციის საერთო სიებს და სიების შედეგად ოპოზიციაში გამოწვეულ დაპირისპირებას ეხმიანება.
დეპუტატის განმარტებით, დასავლეთიდან მიღებული დავალებების შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება მოსალოდნელი იყო, რადგან რადიკალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ცალ-ცალკე არ აქვთ.
დეპუტატის თქმით, გაუგებარია როგორ ჩაეტევიან ოპოზიციის წარმომადგენლები სიებში, რადგან მათი ამბიციები უფრო მეტია, ვიდრე პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„როდესაც დასავლეთიდან აგენტურას დავალებებს აძლევდნენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ, მაშინ არაერთხელ გაგვიკეთებია ასეთი შეფასება – კი, ოპოზიცია გაერთიანდება, რადგან მათ სხვა გზა არ რჩებათ იმიტომ, რომ სხვანაირად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის არის შეუძლებელი. მაგრამ, როგორ ჩაეტევიან ამ სიებში, ეს არის წარმოუდგენელი იმიტომ, რომ ამბიციები აქვთ გაცილებით დიდი, ამბიციური ადამიანები არიან გაცილებით ბევრნი, ვიდრე საქართველოს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობაა. ამიტომაც, მათ არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ებრძოლონ,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტრასბურგის სასამართლომ, ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც სიყალბეში ამხილა და ვითომც არაფერი, სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს – არც “ბოდიში”, არც “ეს როგორ დაგვემართა”, როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს