მათ საქართველოს ინტერესები არ ამოძრავებთ – მაკა ბოჭორიშვილი ცალკეულ ოპოზიციონრებზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციაში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციაზე ინფორმაცია ჰქონდათ. მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტი მათ სამდივნოს თანამშრომლებმა მიაწოდეს.
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანონ.
„ქალბატონი ანა წითლიძე და არა მხოლოდ ის, საუბრობდა რაღაც ცვლილებებზე, რაც მათ სურდათ, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო ტექსტში და ბუნებრივია, ეს არის იმის დასტური, რომ მათ ტექსტი ნანახი ჰქონდათ. როდესაც ისინი არიან დელეგაციაში და საქართველოს წარმოადგენენ, პირველ რიგში ისინი უნდა მოძრაობდნენ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, თუმცა ეს მათ არ ამოძრავებთ, არამედ ამოძრავებთ მხოლოდ ის ინტერესები, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილები წაიკითხონ საერთაშორისო პლატფორმებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა