„მათ სამხედრო ძალა აქვთ, მაგრამ ძლიერი ეკონომიკა თუ ადრე ჰქონდათ, უკვე აღარ აქვთ“ – დონალდ ტრამპი რუსეთის ეკონომიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დონალდ ტრამპი ს დაუძლურებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
„სასაცილო ის არის, რომ რუსეთს არც ისე დიდი ეკონომიკა აქვს და ამ დროს ისინი ძალიან რთულ პერიოდში იმყოფებიან — ეს მცირე ეკონომიკაა. მათ სამხედრო ძალა აქვთ, მაგრამ ძლიერი ეკონომიკა თუ ადრე ჰქონდათ, უკვე აღარ აქვთ”. ” რუსეთი ძალიან მდიდარი შეიძლება იყოს და ამის ყველა შესაძლებლობა ჩაკლულია. პუტინი მუდამ ლაპარაკობს, რომ სურს ვაჭრობა ჩვენთან. თითქოს მას სურდა ამის გაკეთება. მე წარმომედგინა ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. მათ უამრავი ღირებული რესურსი აქვთ. მიწის იშვიათი მეტალების კუთხით — მათ სერიოზული რესურსები გააჩნიათ, არა? თითქმის ყველა ტიპი გააჩნიათ, რაც კი წარმოგიდგენია. ასე რომ, რუსეთი ახლა მართლაც შეიძლებოდა ძალიან მდიდარი ყოფილიყო”. “ამის ნაცვლად, ისინი მთელ ფულს ომში ხარჯავენ. ყველაფერს ომში ხარჯავენ და ხალხის მკვლელობაში და ეს ჩემთვის გაუგებარია. მეგონა, ის სწრაფად დაასრულებდა ამ ყველაფერს. მართლა ვფიქრობდი, რომ დასრულდებოდა. მაგრამ ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ დასრულდება — ის ისევ მკვლელობებს აგრძელებს”.
წყარო: ალფა სიხშირე