მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ს უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ევროსტრუქტურებზე

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ს უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ევროსტრუქტურებზე
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთის რიტორიკაში, საქართველომ ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოპარვის სპეცოპერაცია ჩავარდა.
როგორც ქადაგიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, სწორედ სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაიწყო საქართველოს ბულინგი და უსაფუძვლო ბრალდებები.
“მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა. მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და მის მერე დაიწყო საქართველოს ბულინგი. ყველას კარგად გვახსოვს რა დღეში გაატარეს საქართველო და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ თურმე ვკლავთ, ვაწამებთ და რაც კი საშინელება შეიძლება დააბრალო ხელისუფლებას, ყველაფერი დააბრალეს. იღებდნენ ამაზე რეზოლუციებს და მათ შორის, ატარებდნენ ე.წ. საექიმო სპეცოპერაციებს, ვგულისხმობ პოლონელი ექიმის მხრიდან წინდით მასალის გატანის მცდელობას. ეს მხოლოდ პატარა რემარკი მოვიყვანე თუ როდიდან დაიწყო საქართველომ ევროპული გზიდან გადახვევა [მათ რიტორიკაში]. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით ბოლო 1-2 წელია, რომ ყველა კვლევა, რომელსაც საერთაშორისო, რეიტინგული და ყველაზე ავტორიტეტული კომპანიები ატარებენ, რომელთა დასკვნებს ეფუძნება რეალური გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოებისა და დიდი ინვესტორების მხრიდან, მათ შორის, კვლევები, რომლებიც ევროკომისიის შეკვეთით კეთდება და ქვეყნდება, როგორც ქვეყნების ერთგვარი პოტენციალის შეფასებისთვის და შეგვიძლია ყველა ეს კვლევა მოვიტანოთ, კვირა არ გავა რომელიმე კვლევის შედეგი არ დაიდოს და საქართველო მართლაც ლიდერი სახელმწიფოა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს