მათ მონურ, მარიონეტულ ლაქიაობას – ცნება ქართველი ან ქართველობა, ვამპირისთვის ვერცხლის ტყვიის ტოლფასია – დავით ქართველიშვილი პროფესორ-მასწავლებლებზე

„როდესაც ვიღაც “პროფესორი” გენდერფემინა საქართველოს ქუჩებში არარსებულ “სობაკებს” ებრძვის, ან მისი გამოზრდილი ბაკალავრები დედანაგინებ პოლიციელებს “მილიციონერებს” ეძახიან – ცნობისმოყვარეობით ინტერესი გიბიძგებს ბოლომდე გაჰყვე ამ ფსიქიატრიას: ფსკერზე ჯერ არ დაშვებულან თუ უკვე ქვემოდან აკაკუნებენ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც იმ პროფესორ-მასწავლებლების ქცევას ეხმიანება, რომლებიც სტუდენტებს აქციებისკენ მოუწოდებენ.
მისივე თქმით, ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში წმინდა ქრისტიანული თვალთახედვით სრული კოშმარია.
„შეიძლება ანთროპოლოგისთვის ან პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის საინტერესო კვლევით-შემეცნებითი სანახაობა იყოს ის სრული მარაზმი, რაც ლოკალურად ხდება დღეს საქართველოს ამა თუ იმ ფსევდოლიბერალურ “ცხელ წერტილზე” – მაგრამ ესთეტიკური თვალსაზრისით, ან წმინდა ქრისტიანული თვალთახედვით ეს არის სრული კოშმარი.
როდესაც ვიღაც “პროფესორი” გენდერფემინა საქართველოს ქუჩებში არარსებულ “სობაკებს” ებრძვის, ან მისი გამოზრდილი ბაკალავრები დედანაგინებ პოლიციელებს “მილიციონერებს” ეძახიან – ცნობისმოყვარეობით ინტერესი გიბიძგებს ბოლომდე გაჰყვე ამ ფსიქიატრიას: ფსკერზე ჯერ არ დაშვებულან თუ უკვე ქვემოდან აკაკუნებენ.
თან რომ გესმის მათი კბილთა ღრჭენა და ვერ გამბედაობა – ტრამპსაც “ობკომის მდივანი” დაუძახონ და მისი გამარჯვებაც გააპროტესტონ. მათი ავადმყოფური “ლოგიკით” ამერიკელი “დოგებიც” ხომ დღეს “სობაკებმა” და “სუკებმა” ჩაანაცვლეს. მაგრამ განსულიერებულ სხეულში დაბუდებული სიმხდალე ტრამპის “გასაბჭოების” ხმამაღლა აღიარების “სიმამაცეს” ვერ იძლევა.
ბინძურ სამზარეულოში ღამით მოულოდნელად დანთებულმა სინათლემ ტარაკნების ქაოსურ და ტრაგიკულ ტრაფიკს რომ იწვევს – ამას წააგავს ჩვენი გენმოდიფიცირებულების კონვულსიები, რაც თბილისის და ვაშინგტონის არჩევნებმა გამოიწვიეს მათში. მათ მონურ, მარიონეტულ ლაქიაობას – ცნება ქართველი ან ქართველობა, ვამპირისთვის ვერცხლის ტყვიის ტოლფასია. დადიან მათთვის გაუგებარ და უცხო სამშობლოში და არარსებულ “სობაკებს” ეძებენ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში