,, მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,სააპელაციო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევას.
მე წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი, რადგან არ მომეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ საჯარო სხდომაზე განხილვის შესაძლებლობა.
მათ ეშინიათ სიბნელეში სინათლის გამოჩენის, სწორედ ამიტომ ვყავარ მათ დატყვევებული და ახლა უკვე შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და შემიზღუდეს ელემენტარული საპროცესო უფლებებიც.“

ასევე დაგაინტერესებთ

სკოტ ბესენტი – მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, მოგვბაძონ, თუ რუსეთის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დავაწესებთ – ქვეყანას, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთობს შეიძენს, 100%-მდე ტარიფები დაუწესდება