მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქალაქის სასიკეთოდ ან ისევ ვიწროპარტიული ინტერესებით იხელმძღვანელებენ – ნინო ლაცაბიძე ოპოზიციაზე

შეძლებს თუ არა დღეს რუსთავის საკრებულო 2024 წლის ბიუჯეტის განხილვას – ოპოზიცია, რომელიც საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, პროექტს მხარს არ დაუჭერს.
პარტიები თვლიან, რომ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია და პარამეტრები მორგებულია ქალაქის საჭიროებებს, ოპოზიცია კი დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. ბიუჯეტი წელს 112 753 000 ლარია.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ახლა ჯერი ოპოზიციის წარმომადგენლებზეა, ისინი ან ხალხის და ქალაქის სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას ან საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით იხელმძღვანელებენ და უარს ეტყვიან ქალაქს მთავარ საფინანსო დოკუმენტზე.
“ბიუჯეტი, რომელიც დღეს ჩვენ წარვადგინეთ და რომელზეც 7 თვე ვიმუშავეთ, არის ის, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის, სამთავრობო გუნდთანაც, რათა დამატებითი ფინანსების მოძიების ხარჯზე, ისეთი პროექტები განვახორციელოთ წლის განმავლობაში, რომელი არ არის ასახული ბიუჯეტში. თუ ოპოზიციური საკრებულო მხოლოდ პარტიულ ინტერესებს გაითვალისწინებს და არაფრად ჩააგდებს იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა და იმედი ჰქონდა, რომ ისინი ქალაქის სასიკეთოდ იმოქმედებდნენ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა ნამდვილად არ არის. ახლა, ჯერი მათზეა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ქალაქის სასიკეთოდ ან მათი ვიწროპარტიული ინტერესების და დამკვეთების შეკვეთით, ქალაქს უთხრან უარი მთავარ საფინანსო დოკუმენტზე”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები