მათი სიყვარული საზღვრებს გასცდა – რას წერს ბულგარეთის პრესა ქართველი “კონკიას”, მარიამ შარმანაშვილის შესახებ – Marao

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.
კითხვაზე, „როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია“, – მარიამმა უპასუხა, რომ „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“. კითხვაზე, „ღირს თუ არა უცხოელზე დაოჯახება“, – მარიამმა უპასუხა, რომ ეს ინდივიდუალურია, რადგან „ყველგან არიან ღირსეული ადამიანები, საზღვრებს იქითაც და აქეთაც“. აღნიშნულ კითხვებს მარიამმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით უპასუხა და თავის გამომწერებს თავის რჩეულთან, კარლო პონტისთან ერთად გადაღებული ფოტოები გაუზიარა.
მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის სიყვარულის ისტორიამ ამჯერად ბულგარეთის პრესის ყურადღებაა მიიპყრო.„ჩვენი სიყვარულის ისტორია აგრძელებს მოგზაურობას. ბულგარეთის ჟურნალი „ევას“ ოქტომბრის გამოცემა“, – წერს მარიამ შარმანაშვილი, სადაც მისი და მისი მეუღლის ფოტოები და ინტერვიუა.
“ნამდვილად ჰგავს ჩემი ამბავი ზღაპარს, ბევრი ნიუანსით, ხშირად კონკიას მადარებენ ჩემი განვლილი გზის გამო, მართლაც, სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, მათ შორის ყველაზე რთულად დედის გარდაცვალება გადავიტანე, ასევე პირველი განქორწინებაც დიდი ტრავმა იყო ჩემთვის, რომელიც პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ორმაგად რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად ამ ეტაპის მარტო გავლა…მაგრამ დღეს სწორედ იმ ეტაპზე ვარ, როცა ვგრძნობ, რომ ყველა ქარიშხალი ერთად ჩადგა და ახლა ბედნიერების და ცხოვრებით ტკბობის დროა…” – ამბობდა მარიამი.